თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

© photo: Sputnik / Stringerმეტროსადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი"
მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი
 - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხების მიზეზი მატარებლის დაზიანება იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა ის სათადარიგოთი ჩაანაცვლეს.
ყველა ახალი ამბავი
0