საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
ექსპორტმა 403,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 19,3%-ით მეტია.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,2%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,4%-ით მეტი.
ექსპორტმა 403,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 19,3%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 56,9%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,6 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 8%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს.
2024 წელს ქვეყანამ 16,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 8,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0