მარტო აღარ ვართ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

© AP Photo / Valentina Petrovaპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივამ უკრაინის საკითხზე აჩვენა რომ უნგრეთის პოლიტიკა იყო სწორი, ხოლო და ევროპულის - მცდარი
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უნგრეთი "მარტო აღარ არის" უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით, თეთრი სახლის ახალმა ხელმძღვანელმა სამშვიდობო ინიციატივების განხილვა ლეგიტიმური გახადა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ შესაძლებელი გახდა მშვიდობაზე საუბარი. პრეზიდენტ ტრამპამდე თუ საუბრობდით მშვიდობაზე, თქვენ მაშინვე ლავროვის მეგობრის (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი - რედ.) ან პუტინს ჯაშუშის (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ - რედ.) ჯაშუში, კრემლის პროპაგანდისტის ან ნებისმიერ სხვა დაღს დაგასვამდნენ - ინტელექტუალური დისკუსიის არც ისე მაღალი სტანდარტია. და ახლა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ღიად საუბრობს მშვიდობის სურვილსა და აუცილებლობაზე, სამშვიდობო დისკუსია ლეგალური გახდა და ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი საუბრის აუცილებლობაზე ეს სრულიად ახალი ფენომენია. აქამდე ამაზე მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობდით, რისთვისაც თავს გვესხმოდნენ. მაგრამ ახლა მარტონი აღარ ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.
სიიარტომ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებამდე მიიყვანს.
ყველა ახალი ამბავი
0