კასპში შვილიშვილმა ბებია მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
შვილიშვილმა ქალს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა ბებია მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 80 წელს გადაცილებულ ქალს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება.
35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0