მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპის კრიზისი მისივე საკუთარი ქმედებების შედეგია - ვენსი

© AP Photo / Pool/Kevin Lamarqueაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
შეერთებულ შტატებს უფრო მეტად აღელვებს ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ევროპის წინაშე არსებული კრიზისი მისივე ქმედებების შედეგია, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო მეტად აღელვებს ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან. მისი თქმით, ევროკავშირის პრობლემა ის არის, რომ მათმა ხელისუფლებებმა ადგილებზე უნდა დაადასტურონ დემოკრატიის თავიანთი მანდატი, ოპონენტების დაზიანებისა და დაპატიმრებისა, ასევე მედიებზე ზეწოლის ნაცვლად.
„საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის, რაც მადარდებს, არის საფრთხე შიგნიდან – ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში აგორებულ მიგრაციულ კრიზისში ევროპელი პოლიტიკოსები დაადანაშაულა, რომლებმაც ბოლო წლებში „გააზრებული გადაწყვეტილებები“ მიიღეს. და დასძინა: ეს კრიზისი ვაკუუმიდან არ შექმნილა.
მან აღნიშნა, რომ ევროპაში ბევრი პოლიტიკოსი ემხრობა არსებული მდგომარეობის გადახედვასა და ამ მიდგომას მხარს უჭერენ ატლანტიკის მეორე მხარეს.
„ჩვენი კოლექტიური კრიზისი ჩვენივე ნამოქმედარია. თუ თქვენივე ამომრჩევლებს შეშინებულები გაურბიხართ, ჩვენ ვერაფერს გიშველით. და თქვენ ვერაფერს გააკეთებთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მე და ტრამპი აგვირჩიეს", - თქვა ვენსმა.
ევროპის პრობლემებზე საუბრისას მან რუმინეთში არჩევნების გაუქმება ახსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხე გერმანიაშიც არსებობს.
რუმინეთში არჩევნები გაუქმდა „მყიფე ეჭვების“ საფუძველზე („რუსული კვალის შესახებ“ - რედ.), განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები სერიოზული დარღვევების მოტივით, მათ შორის რუსეთის შესაძლო ჩარევის ჩათვლით.
ვენსმა თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო სიტყვის თავისუფლებისა და დეზინფორმაციის თემას, რომელიც, როგორც მან აღიარა, მომდინარეობდა, მათ შორის ამერიკის წინა ადმინისტრაციისგან მომდინარეობდა.
კერძოდ, მან განაცხადა, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა საზოგადოებას დეზინფორმაცია კოროვირუსის პანდემიის გამომწვევ მიზეზებზე.
ყველა ახალი ამბავი
0