ერევანი-თბილისი-ერევნის მატარებლის ბილეთებზე ფასდაკლება გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
მატარებლის ბილეთზე 25%-იანი ფასდაკლება გამოცხადდა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ერევანი-თბილისი-ერევნის მატარებლის ბილეთებზე 25 პროცენტიანი საგაზაფხულო ფასდაკლება ამოქმედდა, ამის შესახებ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ (SCR, „რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი კომპანია) პრესსამსახურმა განაცხადა.
საერთაშორისო მატარებელი ერევანი-თბილისი-ერევანი სომხეთის დედაქალაქიდან თვის ლუწი, ხოლო საქართველოს დედაქალაქიდან კენტ დღეებში მოძრაობს.
„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ აცხადებს საგაზაფხულო ფასდაკლებას ერევანი-თბილისი-ერევნის საერთაშორისო მატარებლის ბილეთების შესყიდვაზე. კერძოდ, 22 თებერვლიდან მოქმედებს ფასდაკლება ბილეთების მიმდინარე ღირებულების 25%-ის ოდენობით ყველა კატეგორიის ბილეთებზე: პლაცკარტი, კუპე, SV", - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა 2008 წლის თებერვალში გადაეცა SCR-ის საკონცესიო მმართველობაში 30 წლით, კიდევ 10 წლით გახანგრძლივების უფლებით.
2016 წლის მარტში გაიხსნა რუსულ-სომხური ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების მხარდასაჭერად, მიწისძვრების, მეწყრების, ზვავების, ხანძრების შედეგების აღმოსაფხვრელად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და საგანგებო სამსახურების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ცენტრი მდებარეობს სსრკ-ს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე, ერევნის შემოგარენში.
ყველა ახალი ამბავი
0