https://sputnik-georgia.com/20250214/------ned---usaid-----292121617.html
დადასტურდა - „ქართული ოცნების“ რეაქცია NED-ისა და USAID-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე
დადასტურდა - „ქართული ოცნების“ რეაქცია NED-ისა და USAID-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე
Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ, NED-ის დაფინანსება შეაჩერა 14.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-14T18:51+0400
2025-02-14T18:51+0400
2025-02-14T18:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041381_0:38:1280:758_1920x0_80_0_0_d0a180b3e31891efd1031b9cc5ff6011.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ისეთი ორგანიზაციების მხილების კამპანია, როგორებიცაა აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAID) და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) ადასტურებს იმას, რომ უცხოური დახმარების საფარქვეშ ისინი მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, USAID-ის შემდეგ, შეუჩერა დაფინანსება NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა სახსრებს.იმაზე რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდა საქართველოს ხელისუფლება, ახლა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ლაპარაკობს, თავის მხრივ განაცხადა „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.„კარგია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართება. კარგია, რომ NED-ის პროექტები ასევე გაჩერდა საქართველოში და მთელ მსოფლიოში და გაჩერდა მანამ, სანამ არ დადგინდება მათი საქმიანობის რეალური მიზნები, არ დადგინდება ის სავარაუდო სიმართლე სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჟაძემ.დეპუტატის განცხადებით, NED-ი იყო ძალიან დაინტერესებული, რომ საქართველოში არ მიეღოთ „გამჭვირვალობის“ კანონი, და ფონდის ხელმძღვანელობა, ბოჟაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პირდაპირ აკეთებდა გაცხადებებს და იძლეოდა მითითებებს.NED-ის პრეზდენტმა დეიმონ უილსონმა 2024 წლის მაისში „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს ქართველებისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რა დროსაც უპასუხა „ქართული ოცნების“ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდი საქართველოში რევოლუციას და რადიკალიზმს ახალისებს. მან მომიტინგეებს ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ისინი „ისტორიის სწორ მხარეს არიან“.„გავიხსენოთ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ასევე NED-იდან ფინანსდებოდა. ამიტომ ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია“, - განაცხადა ბოჟაძემ.ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, შეიძლება მართლაც იყოს თაღლითური ორგანიზაცია, განაცხადა ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა ადრე აღნიშნა, 2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, თითქოსდა „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დაფინანსებით, თითქოსდა მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა, რომ NED-მა უარი განაცხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნებაზე, რომლებმაც 2021 წლის შემდეგ ფონდის მეშვეობით ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული მიიღეს.მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა და მათი დაპირებებისა, NED-ის ხელმძღვანელობამ არ მიაწოდეს მიახლოებითი ინფორმაცია NED-ის ოპერაციების მასშტაბისა და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ, აღნიშნა პაპუაშვილმა.მმართველი პარტია დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება პოლიტიკური პარტიების მიერ მართულ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე.რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.მათი თქმით, ეს მიდგომა ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. თუმცა, კანონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041381_124:0:1261:853_1920x0_80_0_0_ce4a2211c068972b097466cf99f6ee06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
დადასტურდა - „ქართული ოცნების“ რეაქცია NED-ისა და USAID-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ, NED-ის დაფინანსება შეაჩერა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ისეთი ორგანიზაციების მხილების კამპანია, როგორებიცაა აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAID) და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) ადასტურებს იმას, რომ უცხოური დახმარების საფარქვეშ ისინი მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, USAID-ის შემდეგ, შეუჩერა დაფინანსება NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა სახსრებს.
„ის პროცესები, რომელიც ვითარდება შეერთებულ შტატებში და ის ერთგვარი კამპანია მხილებისა USAID-ის, NED-ის, თუ ასეთი ტიპის ორგანიზაციების, ადასტურებს იმას, რომ ის ერთგვარი თეორიები, რომელიც მათ შორის საქართველოში იყო განვითარებული, არ იყო ასე ვთქვათ „ჰაერიდან მოტანილი“ ინფორმაცია, არამედ ამ შემთხვევაში მართლაც გვქონდა საქმე ძალიან მავნებლურ საქმიანობასთან და რომელიც იყო შეფუთული გარკვეულწილად უცხოური დახმარების ქოლგის ქვეშ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
იმაზე რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდა საქართველოს ხელისუფლება, ახლა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ლაპარაკობს, თავის მხრივ განაცხადა „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
„კარგია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართება. კარგია, რომ NED-ის პროექტები ასევე გაჩერდა საქართველოში და მთელ მსოფლიოში და გაჩერდა მანამ, სანამ არ დადგინდება მათი საქმიანობის რეალური მიზნები, არ დადგინდება ის სავარაუდო სიმართლე სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჟაძემ.
დეპუტატის განცხადებით, NED-ი იყო ძალიან დაინტერესებული, რომ საქართველოში არ მიეღოთ „გამჭვირვალობის“ კანონი, და ფონდის ხელმძღვანელობა, ბოჟაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პირდაპირ აკეთებდა გაცხადებებს და იძლეოდა მითითებებს.
NED-ის პრეზდენტმა დეიმონ უილსონმა 2024 წლის მაისში „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს ქართველებისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რა დროსაც უპასუხა „ქართული ოცნების“ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდი საქართველოში რევოლუციას და რადიკალიზმს ახალისებს. მან მომიტინგეებს ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ისინი „ისტორიის სწორ მხარეს არიან“.
„გავიხსენოთ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ასევე NED-იდან ფინანსდებოდა. ამიტომ ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, შეიძლება მართლაც იყოს თაღლითური ორგანიზაცია, განაცხადა ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ვოუკიზმი - აფრო-ამერიკული ინგლისურიდან წარმოშობილი პოლიტიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სოციალურ, რასობრივ და გენდერულ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაძლიერებულ ყურადღებას. როგორც პაპუაშვილმა ადრე აღნიშნა, 2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, თითქოსდა „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დაფინანსებით, თითქოსდა მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა, რომ NED-მა უარი განაცხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნებაზე, რომლებმაც 2021 წლის შემდეგ ფონდის მეშვეობით ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული მიიღეს.
მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა და მათი დაპირებებისა, NED-ის ხელმძღვანელობამ არ მიაწოდეს მიახლოებითი ინფორმაცია NED-ის ოპერაციების მასშტაბისა და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება პოლიტიკური პარტიების მიერ მართულ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
მათი თქმით, ეს მიდგომა ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. თუმცა, კანონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.