თბილისში შეჯიბრებებისა და კონცერტების ჩასატარებლად სუპერსტადიონი აშენდება

გამოწერა
ახალი სპორტული არენა აშენდება თბილისში, პროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. განიხილება ორი ლოკაცია -აეროპორტის მიმართულება და ქალაქ რუსთავის მიმართულება. ზუსტი ადგილმდებარეობა უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდება
დიდი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს. 70 ათასი ადგილის ტევადობის სტადიონზე გაიმართება არა მარტო სარაგბო და საფეხბურთო მატჩები, არამედ კონცერტები და სხვა ღონისძიებები.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტადიონი შენდება მნიშვნელოვან მატჩებზე მაყურებლის მაღალი მოთხოვნის გამო. მშენებლობის მეორე მიზეზი არის საიმიჯო, საქართველოს პოპულარიზაციის და მისი მიმზიდველობის გასაზრდელად როგორც მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების, ისე ცნობილი შემსრულებლების კონცერტების გამართვის მიზნით.
დღეისათვის ქვეყნის ყველაზე დიდი სტადიონია „დინამო არენა“, რომელიც 54,5 ათას ადამიანს იტევს.
ყველა ახალი ამბავი
0