https://sputnik-georgia.com/20250213/saqartveloshi-pirveli-teqnohabi-gaixsneba-292104163.html
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
Sputnik საქართველო
ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T13:00+0400
2025-02-13T13:00+0400
2025-02-13T13:00+0400
საქართველო
ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270449869_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_d0c6d6a562b010d8f9eaab52a2ed5724.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.ტექნოლოგიური ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.როგორც კასრაძემ აღნიშნა, სააგენტო მზადაა საზოგადოებას პერიოდულად და მიაწოდოს პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები - უკვე დასრულდა დასავლეთის შემოსავლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარისა და გარე განათების კეთილმოწყობა.ასევე აქტიურ ფაზაშია მასშტაბური სამუშაოები გათბობისა და გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთებაზე, ინტერიერის დიზაინის განახლებაზე, ინტერაქტიური სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის შექმნის პროცესზე და ა.შ.სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შენობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მაღალი ტემპერატურა და შენობის შიგნით ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არა მხოლოდ შენობის გაგრილების სისტემის სრული რემონტი, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკქვეშა გაგრილების სისტემის დამატება.რეგიონალური მნიშვნელობის ტექნოჰაბიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოჰაბი მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.გარდა ამისა, ტექნოჰაბში იფუნქციონირებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის“ საერთაშორისო ტრენინგცენტრი და ა.შ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. აღნიშნულ სივრცეში ასევე იმუშავებს TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.პარლამენტის შენობა ქუთაისშიქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133.700,000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ - ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270449869_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_4aa5c9672789526f1ec22bf6839c5771.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.
ტექნოლოგიური ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
„მთელი სამუშაო პროცესი გეგმურად მიმდინარეობს, რათა 2025 წლის შემოდგომაზე ქალაქ ქუთაისში საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნას “, - განაცხადა კასრაძემ სამუშაო პროცესის ადგილზე დათვალიერებისას.
როგორც კასრაძემ აღნიშნა, სააგენტო მზადაა საზოგადოებას პერიოდულად და მიაწოდოს პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები - უკვე დასრულდა დასავლეთის შემოსავლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარისა და გარე განათების კეთილმოწყობა.
ასევე აქტიურ ფაზაშია მასშტაბური სამუშაოები გათბობისა და გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთებაზე, ინტერიერის დიზაინის განახლებაზე, ინტერაქტიური სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმის შექმნის პროცესზე და ა.შ.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შენობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მაღალი ტემპერატურა და შენობის შიგნით ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არა მხოლოდ შენობის გაგრილების სისტემის სრული რემონტი, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკქვეშა გაგრილების სისტემის დამატება.
რეგიონალური მნიშვნელობის ტექნოჰაბი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოჰაბი მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
„პროექტს რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის უნიკალური მულტიფუნქციურობა, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაზე – აქ განთავსდება საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის, მინიმუმ, 1000 ბავშვზე გათვლილი", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
გარდა ამისა, ტექნოჰაბში იფუნქციონირებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის“ საერთაშორისო ტრენინგცენტრი და ა.შ.
„რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის.
აღნიშნულ სივრცეში ასევე იმუშავებს TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.
პარლამენტის შენობა ქუთაისში
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133.700,000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ - ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.