https://sputnik-georgia.com/20250213/sapatriarqom-vandlizmis-paqti-dagmo-292114204.html
საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტო დაგმო
საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტო დაგმო
Sputnik საქართველო
სათანადო რეაგირებისთვის საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T22:31+0400
2025-02-13T22:31+0400
2025-02-13T22:30+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138549_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_a4e34916d9c9473025d474d3c1f1991f.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში უცხოელთა მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტი დაგმო და მას არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა უწოდა.საპატრიარქოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული რომელ კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ჯვრის მონასტრის შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. უცნობმა პირმა, გამორიცხული არ არის რომ მეტნიც ყოფილიყვნენ, მონასტრის კედელზე წარწერები გააკეთა.სათანადო რეაგირებისთვის საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.„შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“,- ნათქვამია განცხადებაში.ჯვრის უძველესი მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, სადაც ტურისტები ზამთარ-ზაფხულ დადიან. აქ ნებისმიერ ამინდში ხალხმრავლობაა.ჯვარი VII საუკუნის მონასტერია. მდებარეობს მცხეთაში, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შეერთების ადგილთან მთის წვერზე. აქ, ისტორიული წყაროების თანახმად, ჯვარი წმინდა ნინომ აღმართა.1994 წელს ჯვრის მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138549_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_83744f351c233c9759308702b96949aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტო დაგმო
სათანადო რეაგირებისთვის საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში უცხოელთა მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტი დაგმო და მას არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა უწოდა.
საპატრიარქოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული რომელ კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ჯვრის მონასტრის შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. უცნობმა პირმა, გამორიცხული არ არის რომ მეტნიც ყოფილიყვნენ, მონასტრის კედელზე წარწერები გააკეთა.
„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, - მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
სათანადო რეაგირებისთვის საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჯვრის უძველესი მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, სადაც ტურისტები ზამთარ-ზაფხულ დადიან. აქ ნებისმიერ ამინდში ხალხმრავლობაა.
ჯვარი VII საუკუნის მონასტერია. მდებარეობს მცხეთაში, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შეერთების ადგილთან მთის წვერზე. აქ, ისტორიული წყაროების თანახმად, ჯვარი წმინდა ნინომ აღმართა.
1994 წელს ჯვრის მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.