https://sputnik-georgia.com/20250213/ruset-ukrainis-konfliqti-292111885.html
მოსაზრება: რატომ ატარებს რუსეთი უკრაინული „ნაფტოგაზის“ დესოვეტიზაციას
მოსაზრება: რატომ ატარებს რუსეთი უკრაინული „ნაფტოგაზის“ დესოვეტიზაციას
Sputnik საქართველო
რუსული სამხედრო ძალების კომბინირებული, მაღალი სიზუსტის და მეთოდური დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების... 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T19:42+0400
2025-02-13T19:42+0400
2025-02-13T19:42+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259430762_0:136:3074:1865_1920x0_80_0_0_fae8be228b7cbb83ce5571b8287a431d.jpg
რუსული სამხედრო ძალების კომბინირებული, მაღალი სიზუსტის და მეთოდური დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კოლაფსს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარალიზებას და კიევის რეჟიმის კაპიტულაციას. კოლექტიური დასავლეთის რიტორიკა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ბანდეროვული სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების მინიჭებაზე, არ ასახავს სპეციალური სამხედრო ოპტრაციის რეალობას.რუსეთის არმიამ 12 თებერვლის ღამეს მორიგი კომბინირებული დარტყმა განახორციელა მტრის ტერიტორიაზე. დაზიანდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები, არსენალები – კიევში, კრივოი როგში, სუმში, მიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში, ჟიტომირში, ხარკოვში. პოლტავასთან ახლოს იწვის უკრაინული „ნაფტოგაზის“ გაზმოპოვებითი ობიექტები, ასევე გნედინის გაზგამამდიდრებელი ქარხანა ჩერნიგოვის ოლქში. მხოლოდ პოლტავის რეგიონში 19 ფრთოსანი, ბალისტიკური და საავიაციო მართვადი რაკეტა დაეშვა. რუსეთის დარტყმები „ნაფტოგაზზე“ პირდაპირ აისახება ნატოს ქვეყნების გაზმომარაგებაზე. ევროკავშირში ბუნებრივი აირის მარაგი მკვეთრად შემცირდა, ხოლო ფასები რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.რუსეთის სტრატეგიული მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების და კიევის მარიონეტული რეჟიმის კაპიტულაცია და ნატოს უკრაინული პლაცდარმის ლიკვიდაციაა. რუსეთის შეიარაღებული ძალები მტკიცედ ფლობენ ინიციატივას საბრძოლო ველზე, მუდმივად აძლიერებენ პოზიციებს ახალი, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი დივიზიებით, ანადგურებენ კიევის რეჟიმის ჯარების პოტენციალს და დასავლელი „დონორი ქვეყნების“ არსენალებს. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული უკრაინული არმია (ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა) სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მინიმუმ, სამჯერ იქნა განადგურებული. დასავლეთს აღარ შეუძლია, უგულებელყოს ეს ფაქტები, ან როგორმე აანაზღაუროს ექსპერიმენტული უკრაინელების უზარმაზარი დანაკარგები.ზელენსკიმიუნხენის უსაფრთხოებისკონფერენციაზე დახმარებისადა გარანტიებისთვისგაემგზავრა. ეს პომპეზური ღონისძიება ტრადიციულად სამხედრო ხარჯების ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ უსაფრთხოებას არავის არ უზრუნველყოფს. ისტორია გვასწავლის: უსაფრთხოებისთვის უნდა მიმართო მოსკოვს. დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობას კი ისევ მეტისმეტად დიდი სურვილი აქვს, „კიევს კიდევ მეტი იარაღი და ფული მისცენ“.აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უფლებას ლენდ-ლიზის ფარგლებში მიანიჭებს.რუსული შეტევის მზარდი ტემპი 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში შეუქცევადად აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებას და კიევის რეჟიმის უპირობო კაპიტულაციას. ამას აცნობიერებენ როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში. მით უფრო ორმაგი მნიშვნელობის ხდება ახალი ამერიკული ადმინისტრაციის განცხადებები უკრაინული კონფლიქტის „სამართლიანი მშვიდობით სწრაფად მოგვარების“ სურვილზე.ამ ეტაპზე მთავარ მშვიდობისმყოფელებს მხოლოდ უკრაინის საკითხზე „გეგმის მონახაზი“ აქვთ. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, ვაშინგტონს, უბრალოდ, „სურს მკვლელობების შეჩერება“. ანუ საბრძოლო მოქმედებების წინასწარი შეთანხმებების გარეშე შეწყვეტა, რის შემდეგაც, თითქოს, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება. მაგრამ, უკრაინული მხარის ლეგიტიმური მომლაპარაკებლების არყოფნის და ევროკავშირის ლიდერების ქრონიკული უუნარობის გათვალისწინებით, მოსკოვს, შესაძლოა, „მინსკ-3“-ს კი არ შესთავაზონ, არამედ პირდაპირი კაპიტულაცია რუსული არმიის გამარჯვებული შეტევის ფონზე.მსგავსი „მშვიდობის ფორმულა“, ფაქტობრივად, გარანტიას იძლევა, რომ რუსეთსა და ევროპას ახალი ომი ელოდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოს ათობით ქვეყნის მიერ მისი გადაიარაღება დაჩქარებული ტემპით დასრულდება. კიევის რეჟიმის ვალები და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინერცია მეტისმეტად დიდია.მოსკოვი კონფლიქტის ნებისმიერი სცენარით გაყინვის წინააღმდეგია. კრემლმა დასავლეთს არაერთხელ შეახსენა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ვიდრე უკრაინული ჯარები სრულად არ დატოვებენ რუსეთის ახალ ოთხ რეგიონს და უკრაინა კონსტიტუციურად არ უარყოფს ნატოში გაწევრიანების იდეას.ხორვატიულმა გამოცემამ Advance დღეს დაასკვნა: „რუსეთი არ მისცემს თავს უფლებას ჩათრეული იყოს ტრამპის მუქარებისა და ხაფანგების თამაშში. მისი პოზიცია სრულად ნათელია – მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ პუტინის ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ“.კომბინირებული რუსული დარტყმები ყოველდღიურად ახსენებს შეერთებულ შტატებსა და ალიანსის ქვეყნებს: რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ევროპის უსაფრთხოება მიუღწევადია, თუნდაც სამხედრო ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე გაიზარდოს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259430762_1241:182:3074:1557_1920x0_80_0_0_afa42acac3b9bb8755d375d029da3dca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსული სამხედრო ძალების კომბინირებული, მაღალი სიზუსტის და მეთოდური დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კოლაფსს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარალიზებას და კიევის რეჟიმის კაპიტულაციას. კოლექტიური დასავლეთის რიტორიკა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ბანდეროვული სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების მინიჭებაზე, არ ასახავს სპეციალური სამხედრო ოპტრაციის რეალობას.
რუსეთის არმიამ 12 თებერვლის ღამეს მორიგი კომბინირებული დარტყმა განახორციელა მტრის ტერიტორიაზე. დაზიანდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები, არსენალები – კიევში, კრივოი როგში, სუმში, მიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში, ჟიტომირში, ხარკოვში. პოლტავასთან ახლოს იწვის უკრაინული „ნაფტოგაზის“ გაზმოპოვებითი ობიექტები, ასევე გნედინის გაზგამამდიდრებელი ქარხანა ჩერნიგოვის ოლქში. მხოლოდ პოლტავის რეგიონში 19 ფრთოსანი, ბალისტიკური და საავიაციო მართვადი რაკეტა დაეშვა. რუსეთის დარტყმები „ნაფტოგაზზე“ პირდაპირ აისახება ნატოს ქვეყნების გაზმომარაგებაზე. ევროკავშირში ბუნებრივი აირის მარაგი მკვეთრად შემცირდა, ხოლო ფასები რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
რუსეთის სტრატეგიული მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების და კიევის მარიონეტული რეჟიმის კაპიტულაცია და ნატოს უკრაინული პლაცდარმის ლიკვიდაციაა. რუსეთის შეიარაღებული ძალები მტკიცედ ფლობენ ინიციატივას საბრძოლო ველზე, მუდმივად აძლიერებენ პოზიციებს ახალი, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი დივიზიებით, ანადგურებენ კიევის რეჟიმის ჯარების პოტენციალს და დასავლელი „დონორი ქვეყნების“ არსენალებს. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული უკრაინული არმია (ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა) სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მინიმუმ, სამჯერ იქნა განადგურებული. დასავლეთს აღარ შეუძლია, უგულებელყოს ეს ფაქტები, ან როგორმე აანაზღაუროს ექსპერიმენტული უკრაინელების უზარმაზარი დანაკარგები.
ზელენსკიმიუნხენის უსაფრთხოებისკონფერენციაზე დახმარებისადა გარანტიებისთვისგაემგზავრა. ეს პომპეზური ღონისძიება ტრადიციულად სამხედრო ხარჯების ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ უსაფრთხოებას არავის არ უზრუნველყოფს. ისტორია გვასწავლის: უსაფრთხოებისთვის უნდა მიმართო მოსკოვს. დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობას კი ისევ მეტისმეტად დიდი სურვილი აქვს, „კიევს კიდევ მეტი იარაღი და ფული მისცენ“.
აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უფლებას ლენდ-ლიზის ფარგლებში მიანიჭებს.
რუსული შეტევის მზარდი ტემპი 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში შეუქცევადად აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებას და კიევის რეჟიმის უპირობო კაპიტულაციას. ამას აცნობიერებენ როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში. მით უფრო ორმაგი მნიშვნელობის ხდება ახალი ამერიკული ადმინისტრაციის განცხადებები უკრაინული კონფლიქტის „სამართლიანი მშვიდობით სწრაფად მოგვარების“ სურვილზე.
ამ ეტაპზე მთავარ მშვიდობისმყოფელებს მხოლოდ უკრაინის საკითხზე „გეგმის მონახაზი“ აქვთ. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, ვაშინგტონს, უბრალოდ, „სურს მკვლელობების შეჩერება“. ანუ საბრძოლო მოქმედებების წინასწარი შეთანხმებების გარეშე შეწყვეტა, რის შემდეგაც, თითქოს, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება. მაგრამ, უკრაინული მხარის ლეგიტიმური მომლაპარაკებლების არყოფნის და ევროკავშირის ლიდერების ქრონიკული უუნარობის გათვალისწინებით, მოსკოვს, შესაძლოა, „მინსკ-3“-ს კი არ შესთავაზონ, არამედ პირდაპირი კაპიტულაცია რუსული არმიის გამარჯვებული შეტევის ფონზე.
მსგავსი „მშვიდობის ფორმულა“, ფაქტობრივად, გარანტიას იძლევა, რომ რუსეთსა და ევროპას ახალი ომი ელოდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოს ათობით ქვეყნის მიერ მისი გადაიარაღება დაჩქარებული ტემპით დასრულდება. კიევის რეჟიმის ვალები და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინერცია მეტისმეტად დიდია.
მოსკოვი კონფლიქტის ნებისმიერი სცენარით გაყინვის წინააღმდეგია. კრემლმა დასავლეთს არაერთხელ შეახსენა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ვიდრე უკრაინული ჯარები სრულად არ დატოვებენ რუსეთის ახალ ოთხ რეგიონს და უკრაინა კონსტიტუციურად არ უარყოფს ნატოში გაწევრიანების იდეას.
ხორვატიულმა გამოცემამ Advance დღეს დაასკვნა: „რუსეთი არ მისცემს თავს უფლებას ჩათრეული იყოს ტრამპის მუქარებისა და ხაფანგების თამაშში. მისი პოზიცია სრულად ნათელია – მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ პუტინის ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ“.
კომბინირებული რუსული დარტყმები ყოველდღიურად ახსენებს შეერთებულ შტატებსა და ალიანსის ქვეყნებს: რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ევროპის უსაფრთხოება მიუღწევადია, თუნდაც სამხედრო ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე გაიზარდოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე