https://sputnik-georgia.com/20250213/premieri-afp-mier-saqartvelos-mxardamcher-rezoluciaze-292111057.html
საინტერესოა, მაგრამ ილუზიების გარეშე! პრემიერი საქართველოს მხარდამჭერ AfD-ის რეზოლუციაზე
საინტერესოა, მაგრამ ილუზიების გარეშე! პრემიერი საქართველოს მხარდამჭერ AfD-ის რეზოლუციაზე
Sputnik საქართველო
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი... 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T19:00+0400
2025-02-13T19:00+0400
2025-02-13T19:00+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24320/18/243201855_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_ffe1c33485b43373f9ff235ab6774404.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებს, თუმცა, ფაქტი, თავისთავად, ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი. დოკუმენტის მიხედვით, AfD გმობს ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ადასტურებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევა ექსკლუზიურად ქართველი ხალხის საქმეა და უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისგან“.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.რეზოლუციის ტქსტის თანახმად, საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ახალი მთავრობა ევროპული ინტეგრაციის მომხრედ რჩება, აგრძელებს ევროპულ მისწრაფებას და ამასთან ერთად ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემას უზრუნველყოფს".გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ღია დიალოგისთვის და არ წამოაყენონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც იგნორირებას უწევს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას“.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა საქართველოზე, სანქციების მუქარისა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერების ჩათვლით, არის გაუმართლებელი სადამსჯელო მიდგომა, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშორებს.პარტია ხაზს უსვამს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს სუვერენიტეტი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით, გაეროს წესდებითა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პარტია „მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებაზე“.ევროპარლამენტმა დღეს მიიღო „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების მსგავსად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24320/18/243201855_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_eeb3336a92a10c1b27f7fa24dd48aa5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საინტერესოა, მაგრამ ილუზიების გარეშე! პრემიერი საქართველოს მხარდამჭერ AfD-ის რეზოლუციაზე
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებს, თუმცა, ფაქტი, თავისთავად, ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი. დოკუმენტის მიხედვით, AfD გმობს ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ადასტურებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევა ექსკლუზიურად ქართველი ხალხის საქმეა და უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისგან“.
„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი ჰპოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს Deep state, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
რეზოლუციის ტქსტის თანახმად, საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ახალი მთავრობა ევროპული ინტეგრაციის მომხრედ რჩება, აგრძელებს ევროპულ მისწრაფებას და ამასთან ერთად ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემას უზრუნველყოფს".
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ღია დიალოგისთვის და არ წამოაყენონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც იგნორირებას უწევს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა საქართველოზე, სანქციების მუქარისა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერების ჩათვლით, არის გაუმართლებელი სადამსჯელო მიდგომა, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშორებს.
პარტია ხაზს უსვამს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს სუვერენიტეტი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით, გაეროს წესდებითა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
„საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხოელი სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პარტია „მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებაზე“.
ევროპარლამენტმა დღეს მიიღო „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".
საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების მსგავსად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.