https://sputnik-georgia.com/20250213/malaiziashi-sazgvris-kvetis-procedura-amoqmedda-292103932.html
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 7 მაისს დამყარდა 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T12:19+0400
2025-02-13T12:19+0400
2025-02-13T12:19+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797976_0:207:3077:1938_1920x0_80_0_0_9b2e3fc1f593e6134682a6b4021d7922.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მალაიზიაში, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს საიმიგრაციო გამშვები-პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პროცედურის გამარტივება მხარეთა ერთობლივი მუშაობის წყალობით მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე 72 საათის განმავლობაში უნდა შეავსონ ონლაინ-განაცხადი.დღეისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 7 მაისს დამყარდა - მალაიზიაში საქართველოს საელჩო 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა.ბოლო დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.მხარეებს შორის თანამშრომლობა ასევე ვითარდება მალაიზიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში. მალაიზიის გამოცდილების და მიღწევების გავრცელების მიზნით, MTCP-ის მხარდაჭერით, ქართველი საჯარო მოხელეები მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797976_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_05235d3bca3acdae3eeae592961e367a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 7 მაისს დამყარდა
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მალაიზიაში, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს საიმიგრაციო გამშვები-პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პროცედურის გამარტივება მხარეთა ერთობლივი მუშაობის წყალობით მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე 72 საათის განმავლობაში უნდა შეავსონ
ონლაინ-განაცხადი.
დღეისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 7 მაისს დამყარდა - მალაიზიაში საქართველოს საელჩო 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა.
ბოლო დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
მხარეებს შორის თანამშრომლობა ასევე ვითარდება მალაიზიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში. მალაიზიის გამოცდილების და მიღწევების გავრცელების მიზნით, MTCP-ის მხარდაჭერით, ქართველი საჯარო მოხელეები მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში.