https://sputnik-georgia.com/20250213/ionatamishvili-sabotajis-shesaxeb-saqmis-gamoziebaze-292113158.html
დეპუტატი: საქართველოში რადიკალების საბოტაჟს სამართლებრივი პასუხი გაეცემა
დეპუტატი: საქართველოში რადიკალების საბოტაჟს სამართლებრივი პასუხი გაეცემა
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თავის განცხადებებში აღიარებს, რომ მისი მიზანი იყო ქართული ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა. 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T22:11+0400
2025-02-13T22:11+0400
2025-02-13T22:11+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275222363_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_59545d0b25c7dbda2b81d161c214af40.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რადიკალების მიერ საბოტაჟს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან.8 თებერვალს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწო საბოტაჟისა და საბოტაჟის მცდელობის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევის ფაქტებზე.მისი თქმით, ოპოზიცია თავის განცხადებებში აღიარებს, რომ მისი მიზანი იყო ქართული ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დააფუძნა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ასეე არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275222363_47:0:958:683_1920x0_80_0_0_ee99faa10531553a77807ea1878aa860.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოში რადიკალების საბოტაჟს სამართლებრივი პასუხი გაეცემა
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თავის განცხადებებში აღიარებს, რომ მისი მიზანი იყო ქართული ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რადიკალების მიერ საბოტაჟს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან.
8 თებერვალს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწო საბოტაჟისა და საბოტაჟის მცდელობის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევის ფაქტებზე.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალებისმხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის ნიშნებს, როგორც საბოტაჟის, ისე მტრული ქმედების კუთხით. ამ ქმედებებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავის განცხადებებში აღიარებს, რომ მისი მიზანი იყო ქართული ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა.
„მათი საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა, რომელსაც საფუძველი არა აქვს. ისინი თავიანთ განცხადებებში აღიარებენ, რომ მათი რეალური მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკისა და ჩვენი საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა, თუმცა, საბოლოოდ ისინი ძირს უთხრიან საკუთარ თავს და პარტნიორებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დააფუძნა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ასეე არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.