https://sputnik-georgia.com/20250213/gripit-kidev-erti-adamiani-gardaicvala-292108533.html
საქართველოშ გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვვეა დაფიქსირდა
საქართველოშ გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვვეა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T17:39+0400
2025-02-13T17:39+0400
2025-02-13T17:39+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე სეზონზე გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ.იმნაძის თქმით, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა - პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუ გასული დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 70%-ს მიაღწია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი თავისი მიმდინარეობის თავისებურების, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს.მისი თქმით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს. გაორმაგებულია იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც კლინიკებს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით მიმართავენ. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვეის ანთება, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნება.ექიმების ცნობით, ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. იანვარში საქართველოში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. „ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოშ გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვვეა დაფიქსირდა
ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე სეზონზე გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა - პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუ გასული დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 70%-ს მიაღწია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
დღეს ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია. ქვეყანაში ასევე გავრცელებულია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, შედარებით ცოტა შემთხვევა ფიქსირდება H3 ტიპის ვირუსის.
როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი თავისი მიმდინარეობის თავისებურების, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს.
მისი თქმით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს. გაორმაგებულია იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც კლინიკებს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით მიმართავენ. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვეის ანთება, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნება.
ექიმების ცნობით, ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. იანვარში საქართველოში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. „ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.