https://sputnik-georgia.com/20250213/evroparlamentma-rezolucia-miigo-292109277.html
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუცია მიიღო
Sputnik საქართველო
დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური... 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T16:05+0400
2025-02-13T16:05+0400
2025-02-13T17:35+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
პოლიტიკა
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/95/234029581_0:163:3060:1884_1920x0_80_0_0_d0d87a691a92cea48691e9dd5af13fa5.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 81-მა კი თავი შეიკავა.რეზოლუციის ავტორია 57 ევროპარლამენტარი. რეზოლუციის პროექტი წარადგინა ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ესენია: „ევროპის სახალხო პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფი, „ევროპული განახლების“ ჯგუფი და „მწვანეთა/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ ჯგუფი.დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლებთან მიმართებით სასტიკი რეპრესიები.რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც, ევროპარლამენტართა აზრით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.გარდა ამისა, ახალი რეზოლუციის თნახმად:საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების მსგავსად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტს ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/95/234029581_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_2555fae0d91eee55d560dc15ba304c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუცია მიიღო
16:05 13.02.2025 (განახლებულია: 17:35 13.02.2025) დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 81-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ავტორია 57 ევროპარლამენტარი. რეზოლუციის პროექტი წარადგინა ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ესენია: „ევროპის სახალხო პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფი, „ევროპული განახლების“ ჯგუფი და „მწვანეთა/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ ჯგუფი.
დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლებთან მიმართებით სასტიკი რეპრესიები.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც, ევროპარლამენტართა აზრით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
გარდა ამისა, ახალი რეზოლუციის თნახმად:
საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არა აქვს ლეგიტიმაცია;
ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე ჩატარდეს ახალი არჩევნები, რაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია;
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბოიკოტს, რომელსაც ადანაშაულებს ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაში.
საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების მსგავსად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტს ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.