https://sputnik-georgia.com/20250213/evroparlamentari-saqartvelos-shesaxeb-rezoluciaze-292107458.html
არასწორი გზით მივდივართ! ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციაზე
არასწორი გზით მივდივართ! ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციაზე
Sputnik საქართველო
13 თებერვალს ევროპარლამენტი კენჭს უყრის „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციის პროექტს 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T15:00+0400
2025-02-13T15:00+0400
2025-02-13T15:00+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271382768_0:148:3115:1900_1920x0_80_0_0_7a149062587a3a4590b8baee38107585.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და არასწორი გზით მიდის, რადგანაც ახლა მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებისისთვის ხმის მიცემა, განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა, მემარჯვენე პოპულისტური ბლოკიდან „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროპარლამენტის დეპუტატმა ტიერი მარიანმა.13 თებერვალს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, მისი ნათესავებია და გარემოცვის წინააღმდეგ. პროექტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, საპარლამენტო არჩევნები იქნა გაყალბებული, მედია-გარემო კი გაუარესდა. პოლიტიკოსის აზრით, ევროპარლამენტი არასწორ გზაზე დგას და ახლა დიალოგის დროა და არა სანქციების.„გასულ წელს ჩვენ პარლამენტში მივიღეთ მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც არასდროს ეფექტურად არ მუშაობდა. არ მივდივართ სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის", - განაცხადა მარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. მისი თქმით, სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტს ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271382768_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_96f38529ef6a03a2dafa67ba82462a5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები
არასწორი გზით მივდივართ! ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციაზე
13 თებერვალს ევროპარლამენტი კენჭს უყრის „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციის პროექტს
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და არასწორი გზით მიდის, რადგანაც ახლა მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებისისთვის ხმის მიცემა, განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა, მემარჯვენე პოპულისტური ბლოკიდან „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროპარლამენტის დეპუტატმა ტიერი მარიანმა.
13 თებერვალს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, მისი ნათესავებია და გარემოცვის წინააღმდეგ. პროექტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, საპარლამენტო არჩევნები იქნა გაყალბებული, მედია-გარემო კი გაუარესდა.
„არ მესმის ამ სანქციების არსი. რისთვის არის სანქციები, იმიტომ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ მისცა ხმა ისე, როგორც ფონ დერ ლაიენს (ევროკომისიის პრეზიდენტი - რედ.) სურდა? არ მესმის ინდივიდუალური სანქციების აზრი", - განაცხადა მარიანმა.
პოლიტიკოსის აზრით, ევროპარლამენტი არასწორ გზაზე დგას და ახლა დიალოგის დროა და არა სანქციების.
„გასულ წელს ჩვენ პარლამენტში მივიღეთ მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც არასდროს ეფექტურად არ მუშაობდა. არ მივდივართ სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის", - განაცხადა მარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი.
„ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხმას მისცემს პარლამენტის სურვილების წინააღმდეგ, მას ეფექტი არ გააჩნია და ის პირიქით, ურთიერთობას გააფუჭებს დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა მარიანმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტს ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.