https://sputnik-georgia.com/20250213/awkuris-quchaze-transportis-mozraoba-sheizgudeba-292112791.html
თბილისის მერია: ისანში, აწყურის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია: ისანში, აწყურის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T21:35+0400
2025-02-13T21:35+0400
2025-02-13T21:35+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/09/248480959_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e45be4b63ee57942a38dd5b896b2a4c1.jpg
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო 14 თებერვლის 23:00 საათიდან აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 14 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ დაიწყება.მერიის ინფორმაციით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში აწყურისა და დიმიტრიადისის ქუჩების კვეთასთან იმოქმედებს ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით შეეძლება.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/09/248480959_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_3aa51a9ef51781de2ba7aabe0427a26b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია: ისანში, აწყურის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო 14 თებერვლის 23:00 საათიდან აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 14 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ დაიწყება.
მერიის ინფორმაციით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
„შეზღუდვის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში აწყურისა და დიმიტრიადისის ქუჩების კვეთასთან იმოქმედებს ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით შეეძლება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.