https://sputnik-georgia.com/20250212/tbilisis-meria-awyuris-quchis-reabilitacias-iwyebs-292095371.html
თბილისის მერია აწყურის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია აწყურის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
Sputnik საქართველო
აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T13:49+0400
2025-02-12T13:49+0400
2025-02-12T13:49+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 14 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ დაიწყება.კახა კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის, განახლდება გაზმომარაგების ქსელიც. მომდევნო ეტაპზე კი დაიწყება სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო სამუშაოები. ამასთან საჰაერო სადენების გადატანა მოხდება სპეციალურ მიწისქვეშა კაბელ-არხებში. მოეწყობა განათების ბოძები LED-სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია აწყურის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 14 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ დაიწყება.
კახა კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.
„ისნის რაიონში დაიგეგმა აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება, რომლის ინფრასტრუქტურაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გამო, გზის საფარი ძალიან დაზიანებულია, ავტომანქანებით გადაადგილება ჭირს, ადგილობრივებს ექმნებათ დისკომფორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის, განახლდება გაზმომარაგების ქსელიც.
მომდევნო ეტაპზე კი დაიწყება სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო სამუშაოები. ამასთან საჰაერო სადენების გადატანა მოხდება სპეციალურ მიწისქვეშა კაბელ-არხებში. მოეწყობა განათების ბოძები LED-სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.