https://sputnik-georgia.com/20250212/tbilisi-energy-semekshi-daibares-292097452.html
გაზმომარაგების შეწყვეტის გამო Tbilisi Energy სემეკის წინაშე წარდგება
გაზმომარაგების შეწყვეტის გამო Tbilisi Energy სემეკის წინაშე წარდგება
Sputnik საქართველო
სემეკი კომპანია Tbilisi Energy-ის არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით აბონენტების საჩივრებს განიხილავს 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T15:49+0400
2025-02-12T15:49+0400
2025-02-12T15:49+0400
საქართველო
თბილისი დღეს
სემეკი
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691324_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b8071a69471a9a778731a8f44be00ceb.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო აბონენტების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (GNERC) 17 თებერვალს კომპანია Tbilisi Energy-ის საჯარო მოსმენა გაიმართება.თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო. მესამე დღეა აბონენტების ნაწილს ბინებრივი აირი არ მიეწოდება.კომპანიის მიერ შესრულებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად 12 თებერვალს გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს - აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.ამ დროისთვის ვაკის რაიონში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია, რაც შეეხება საბურთალოს, აღნიშნულ რაიონში გაზმომარაგება აბონენტების 65%-ს აქვს აღდგენილი.ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691324_220:0:2951:2048_1920x0_80_0_0_79bff24ed55b71c074a641e145bc8c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, სემეკი, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, სემეკი, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
გაზმომარაგების შეწყვეტის გამო Tbilisi Energy სემეკის წინაშე წარდგება
სემეკი კომპანია Tbilisi Energy-ის არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით აბონენტების საჩივრებს განიხილავს
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო აბონენტების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (GNERC) 17 თებერვალს კომპანია Tbilisi Energy-ის საჯარო მოსმენა გაიმართება.
თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო. მესამე დღეა აბონენტების ნაწილს ბინებრივი აირი არ მიეწოდება.
„გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს გაიმართებაTbilisi Energy-ის საჯარო მოსმენა“, -ნათქვამია სემეკის განცხადებაში.
კომპანიის მიერ შესრულებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად 12 თებერვალს გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს - აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.
ამ დროისთვის ვაკის რაიონში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია, რაც შეეხება საბურთალოს, აღნიშნულ რაიონში გაზმომარაგება აბონენტების 65%-ს აქვს აღდგენილი.
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.