https://sputnik-georgia.com/20250212/tbilisi-energy-gazmomarageba-srulad-agdga-292104433.html
Tbilisi Energy: ავარიის შედეგად გათიშული 150 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია
Tbilisi Energy: ავარიის შედეგად გათიშული 150 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია
Sputnik საქართველო
კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური... 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T23:45+0400
2025-02-12T23:45+0400
2025-02-13T00:01+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე ავარიის შედეგად გათიშული 150 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა. კომპანიის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო და ამ დრომდე ეტაპობრივად გრძელდებოდა.კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიის მიზეზი იყო მაღალი წნევის გაზმომარაგების მილის გადაბმის წერტილში დაზიანება. მისი თქმით, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება.ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
Tbilisi Energy: ავარიის შედეგად გათიშული 150 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია
23:45 12.02.2025 (განახლებულია: 00:01 13.02.2025) კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე ავარიის შედეგად გათიშული 150 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.
თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა. კომპანიის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო და ამ დრომდე ეტაპობრივად გრძელდებოდა.
„ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების – დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.
ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიის მიზეზი იყო მაღალი წნევის გაზმომარაგების მილის გადაბმის წერტილში დაზიანება. მისი თქმით, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება.
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.