https://sputnik-georgia.com/20250212/somxetma-evrokavshirshi-gawevrianebis-proeqts-mxai-dauchira-292103008.html
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების პროექტს მხარი დაუჭირა
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების პროექტს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
კანონპროექტის ინიციატორი არის სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T22:13+0400
2025-02-12T22:13+0400
2025-02-12T22:13+0400
სომხეთი
კავკასია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291949066_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_3330153c2a6696dd8e9a166a41a9acca.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, იუწყება სომხური მედია.კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 7-მა კანონმდებელმა მისცა.ოპოზიციურმა ფრაქცია „Айастан"-მა განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო სიდიდით მეორე ოპოზიციურმა ფრაქციამ „Честь имею" - წინააღმდეგ მისცა ხმა.ოპოზიციამ აღნიშნულ პროცესს ფარსი უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევანი იქნება არა რუსეთსა და ევროკავშირს, არამედ რუსეთსა და თურქეთს შორის.კანონპროექტის ინიციატორი არის სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო ეროვნულ ასამბლეაში განსახილველად პროექტის წარდგენისთვის. პროექტი მთავრობამ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ეს ნაბიჯი არ ნიშნავს სომხეთის ავტომატურ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ასეთი გადაწყვეტილება რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების კომენტარისას კრემლში განაცხადეს, რომ შეუძლებელია იყო ერთდროულად ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ რუსეთი კანონპროექტის განხილვას განიხილავს, როგორც ერევნის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დასაწყისს, ერევნის გადაწყვეტილებას კი „ტიტანიკზე" ბილეთის ყიდვას ადარებს.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291949066_179:0:1999:1365_1920x0_80_0_0_c58a3e1f4346068140d7abe91e939faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთი, კავკასია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
სომხეთი, კავკასია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების პროექტს მხარი დაუჭირა
კანონპროექტის ინიციატორი არის სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, იუწყება სომხური მედია.
კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 7-მა კანონმდებელმა მისცა.
ოპოზიციურმა ფრაქცია „Айастан"-მა განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო სიდიდით მეორე ოპოზიციურმა ფრაქციამ „Честь имею" - წინააღმდეგ მისცა ხმა.
ოპოზიციამ აღნიშნულ პროცესს ფარსი უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევანი იქნება არა რუსეთსა და ევროკავშირს, არამედ რუსეთსა და თურქეთს შორის.
კანონპროექტის ინიციატორი არის სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო ეროვნულ ასამბლეაში განსახილველად პროექტის წარდგენისთვის.
პროექტი მთავრობამ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ეს ნაბიჯი არ ნიშნავს სომხეთის ავტომატურ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ასეთი გადაწყვეტილება რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების კომენტარისას კრემლში განაცხადეს, რომ შეუძლებელია იყო ერთდროულად ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ რუსეთი კანონპროექტის განხილვას განიხილავს, როგორც ერევნის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დასაწყისს, ერევნის გადაწყვეტილებას კი „ტიტანიკზე" ბილეთის ყიდვას ადარებს.