https://sputnik-georgia.com/20250212/ruset-ukrainis-konfliqti-292112602.html
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აშშ-სა და ევროკავშირის უსაფრთხოების შერყევას ნიშნავს
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აშშ-სა და ევროკავშირის უსაფრთხოების შერყევას ნიშნავს
Sputnik საქართველო
დასავლური იარაღის მიწოდება კიევის რეჟიმისათვის საერთაშორისო შავი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს, აძლიერებს ტერორისტული აქტებისა და სამხედრო კონფლიქტების... 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T19:55+0400
2025-02-12T19:55+0400
2025-02-13T19:56+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282823476_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_0f5701103488a7a81a2900ff7ed9e9e9.jpg
დასავლური იარაღის მიწოდება კიევის რეჟიმისათვის საერთაშორისო შავი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს, აძლიერებს ტერორისტული აქტებისა და სამხედრო კონფლიქტების სპირალს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ უკრაინაში „რკინის ნაკადის“ უკუშედეგი შეიძლება, ეროვნული უსაფრთხოების ისეთივე სერიოზული საფრთხე იყოს, როგორც რუსეთის შესაძლო სარაკეტო დარტყმა აშშ-სა და ნატოს სამხედრო ბაზებზე.თეთრი სახლის იდეოლოგიურმა „მაცნემ“, ტაკერ კარლსონმა, 10 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა შავ ბაზარზე ამერიკის მიერ გადაცემული იარაღის ნახევარს ყიდის, უფრო მეტიც – ამ იარაღით მექსიკელ ნარკობარონებს ამარაგებს აშშ-ის სამხრეთ საზღვართან.ვაშინგტონში ასეთი„გონებრივი გარდატეხა“ არ ითვალისწინებს კიევისთვის იარაღის მიწოდების იმავე მასშტაბით გაგრძელებას. მით უმეტეს, რომ ამერიკული არსენალები უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ. ევროპელი მოკავშირეების სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობები ტექნოლოგიურად ვერ ცვლის ამერიკულ „რკინის ნაკადს“. აშშ-ის სამხედრო ინდუსტრია ნატოს მთლიანი „თავდაცვითი სექტორის“ დაახლოებით 90 პროცენტს წარმოადგენს.აშშ და ევროკავშირი რუსეთთან პროქსი-ომის მძიმე შედეგების საფრთხის წინაშე დგანან, და აქ საქმე მხოლოდ ეკონომიკაში არ არის. ევროპისა და ამერიკის შავ ბაზარზე მოხვედრილი „უკრაინული“ იარაღი–„სტინგერები“,„ჯაველინები“ და სხვა კომპლექსები – შეიძლება კრიმინალურმა სტრუქტურებმა, ექსტრემისტებმა და ტერორისტებმა გამოიყენონ გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის, შეკვეთილი მკვლელობებისთვის, ნარკობიზნესის განვითარებისთვის, მთავრობის შანტაჟისთვის, სამგზავრო თვითმფრინავების, მატარებლების, ხიდების განადგურებისთვის, ასევე ბანკების აფეთქებისა და გაძარცვისთვის.ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კავო დრაგონე რამდენიმე დღის წინ უკრაინას ეწვია, რათა ალიანსის „შეუზღუდავი მხარდაჭერა“ გაემტკიცებინა – როგორც დღეს, ასევე მომავალში, გამარჯვებამდე. კიევში დრაგონემ განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს ექსკლუზიური უფლება, განსაზღვროს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პირობები, და უარყო ქვეყნის ნატოში არ გაწევრების საკითხი, როგორც კონფლიქტის დასრულების წინაპირობა.დემაგოგიავერ ჩაანაცვლებსუკრაინის ჯარებისთვის 155-მმ არტილერიისჭურვებს და „აღმოსავლეთის ფრონტის“ შეუქცევად მოძრაობასდასავლეთისკენ ვერ შეაჩერებს. კიევის რეჟიმისთვის დგება ანგარიშსწორების დრო – ყველა მნიშვნელობით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში 300 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მაშინ, როცა ევროპის წვლილი დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. და ახლა ამერიკას ეს ფული სარგებელთან ერთად უნდა დაუბრუნდეს – სულ მცირე, სასარგებლო წიაღისეულით.6 თებერვალს კიევმა ნიდერლანდებიდან კიდევ ერთი პარტია მეორადი F-16-ები და პირველი ფრანგული Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. ლონდონი და პარიზი კვლავ ტაქტიკას არ ცვლიან, მაგრამ ევროპა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ესკალაციისთვის მზად არ არის. იგი გახლეჩილია და, ფაქტობრივად, ამერიკელებმა ბედის ანაბარა მიატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დონორი ქვეყნების მორიგი შეხვედრა „რამშტაინის“ ფორმატში 12 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის თავმჯდომარეობით.ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, ამერიკელები თავად ჩამოშორდნენ ამ „დონორი ქვეყნების გაერთიანების“ ხელმძღვანელობას, რომელიც შექმნილი იყო როგორც მთავარი დამკვეთისა და კონფლიქტის სპონსორის „დეკორაცია“ და პასუხისმგებლობის განაწილების მექანიზმი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, პენტაგონი იწყებს ხარჯების შემცირების, სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაციისა და აშშ-ის „რკინის გუმბათის“ მშენებლობის საკითხების გადაჭრას.უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დეგრადაცია გარდაუვალ პერსპექტივად აღიქმება. 2014 წლიდან უკრაინა მხოლოდ დასავლური რესურსების – ფინანსური ტრანშების, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მომხმარებელი იყო.ასობით მილიარდი დოლარის დაბრუნება კრედიტორებისთვის კიევის რეჟიმისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა, რადგან ეგონათ, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერდა. კიევი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდა პრინციპს: „რაც მოიპარე, შენი გახდა“. ვაშინგტონის განზრახვა, პენტაგონის იარაღის მიწოდების დეტალური აუდიტის ჩატარება და ვლადიმირ ზელენსკის გენერალ ვალერი ზალუჟნით ჩანაცვლების თაობაზე (ნატოსა და რუსეთის კონფლიქტის მიმდინარე ფაზის „ლეგიტიმურად დასრულებისთვის“) შესაძლოა, ამერიკელთა „ზურგში ჩარტყმად“ აღიქმებოდეს.მოსკოვის პოზიცია დასრულების საკითხზე საკმაოდ თავშეკავებულია. მათთვის მთავარი, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობა და რუსული ჯარების წინსვლაა.გამოცემა The European Conservative-მა გამოაქვეყნა უახლოესი მომავლის პროგნოზი: „კიევი აღიარებს ტერიტორიების დაკარგვას, რათა მიაღწიოს მშვიდობას, რასაც თან მოჰყვება უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ დარჩენილი ქვეყნის ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება ნატოს წევრობის საკითხში“.მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, კოლექტიური დასავლეთის გეგმები და ოცნებები რუსეთის საბრძოლო ველზე გარდაუვალი სტრატეგიული მარცხის შესახებ საბოლოოდ გაფანტულია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282823476_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_9f16216d59e3911fa89a9333a7f01f94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოსაზრება
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოსაზრება
დასავლური იარაღის მიწოდება კიევის რეჟიმისათვის საერთაშორისო შავი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს, აძლიერებს ტერორისტული აქტებისა და სამხედრო კონფლიქტების სპირალს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ უკრაინაში „რკინის ნაკადის“ უკუშედეგი შეიძლება, ეროვნული უსაფრთხოების ისეთივე სერიოზული საფრთხე იყოს, როგორც რუსეთის შესაძლო სარაკეტო დარტყმა აშშ-სა და ნატოს სამხედრო ბაზებზე.
თეთრი სახლის იდეოლოგიურმა „მაცნემ“, ტაკერ კარლსონმა, 10 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა შავ ბაზარზე ამერიკის მიერ გადაცემული იარაღის ნახევარს ყიდის, უფრო მეტიც – ამ იარაღით მექსიკელ ნარკობარონებს ამარაგებს აშშ-ის სამხრეთ საზღვართან.
ვაშინგტონში ასეთი„გონებრივი გარდატეხა“ არ ითვალისწინებს კიევისთვის იარაღის მიწოდების იმავე მასშტაბით გაგრძელებას. მით უმეტეს, რომ ამერიკული არსენალები უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ. ევროპელი მოკავშირეების სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობები ტექნოლოგიურად ვერ ცვლის ამერიკულ „რკინის ნაკადს“. აშშ-ის სამხედრო ინდუსტრია ნატოს მთლიანი „თავდაცვითი სექტორის“ დაახლოებით 90 პროცენტს წარმოადგენს.
აშშ და ევროკავშირი რუსეთთან პროქსი-ომის მძიმე შედეგების საფრთხის წინაშე დგანან, და აქ საქმე მხოლოდ ეკონომიკაში არ არის. ევროპისა და ამერიკის შავ ბაზარზე მოხვედრილი „უკრაინული“ იარაღი–„სტინგერები“,„ჯაველინები“ და სხვა კომპლექსები – შეიძლება კრიმინალურმა სტრუქტურებმა, ექსტრემისტებმა და ტერორისტებმა გამოიყენონ გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის, შეკვეთილი მკვლელობებისთვის, ნარკობიზნესის განვითარებისთვის, მთავრობის შანტაჟისთვის, სამგზავრო თვითმფრინავების, მატარებლების, ხიდების განადგურებისთვის, ასევე ბანკების აფეთქებისა და გაძარცვისთვის.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კავო დრაგონე რამდენიმე დღის წინ უკრაინას ეწვია, რათა ალიანსის „შეუზღუდავი მხარდაჭერა“ გაემტკიცებინა – როგორც დღეს, ასევე მომავალში, გამარჯვებამდე. კიევში დრაგონემ განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს ექსკლუზიური უფლება, განსაზღვროს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პირობები, და უარყო ქვეყნის ნატოში არ გაწევრების საკითხი, როგორც კონფლიქტის დასრულების წინაპირობა.
დემაგოგიავერ ჩაანაცვლებსუკრაინის ჯარებისთვის 155-მმ არტილერიისჭურვებს და „აღმოსავლეთის ფრონტის“ შეუქცევად მოძრაობასდასავლეთისკენ ვერ შეაჩერებს. კიევის რეჟიმისთვის დგება ანგარიშსწორების დრო – ყველა მნიშვნელობით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში 300 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მაშინ, როცა ევროპის წვლილი დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. და ახლა ამერიკას ეს ფული სარგებელთან ერთად უნდა დაუბრუნდეს – სულ მცირე, სასარგებლო წიაღისეულით.
6 თებერვალს კიევმა ნიდერლანდებიდან კიდევ ერთი პარტია მეორადი F-16-ები და პირველი ფრანგული Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. ლონდონი და პარიზი კვლავ ტაქტიკას არ ცვლიან, მაგრამ ევროპა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ესკალაციისთვის მზად არ არის. იგი გახლეჩილია და, ფაქტობრივად, ამერიკელებმა ბედის ანაბარა მიატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დონორი ქვეყნების მორიგი შეხვედრა „რამშტაინის“ ფორმატში 12 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის თავმჯდომარეობით.
ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, ამერიკელები თავად ჩამოშორდნენ ამ „დონორი ქვეყნების გაერთიანების“ ხელმძღვანელობას, რომელიც შექმნილი იყო როგორც მთავარი დამკვეთისა და კონფლიქტის სპონსორის „დეკორაცია“ და პასუხისმგებლობის განაწილების მექანიზმი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, პენტაგონი იწყებს ხარჯების შემცირების, სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაციისა და აშშ-ის „რკინის გუმბათის“ მშენებლობის საკითხების გადაჭრას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დეგრადაცია გარდაუვალ პერსპექტივად აღიქმება. 2014 წლიდან უკრაინა მხოლოდ დასავლური რესურსების – ფინანსური ტრანშების, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მომხმარებელი იყო.
ასობით მილიარდი დოლარის დაბრუნება კრედიტორებისთვის კიევის რეჟიმისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა, რადგან ეგონათ, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერდა. კიევი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდა პრინციპს: „რაც მოიპარე, შენი გახდა“. ვაშინგტონის განზრახვა, პენტაგონის იარაღის მიწოდების დეტალური აუდიტის ჩატარება და ვლადიმირ ზელენსკის გენერალ ვალერი ზალუჟნით ჩანაცვლების თაობაზე (ნატოსა და რუსეთის კონფლიქტის მიმდინარე ფაზის „ლეგიტიმურად დასრულებისთვის“) შესაძლოა, ამერიკელთა „ზურგში ჩარტყმად“ აღიქმებოდეს.
მოსკოვის პოზიცია დასრულების საკითხზე საკმაოდ თავშეკავებულია. მათთვის მთავარი, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობა და რუსული ჯარების წინსვლაა.
გამოცემა The European Conservative-მა გამოაქვეყნა უახლოესი მომავლის პროგნოზი: „კიევი აღიარებს ტერიტორიების დაკარგვას, რათა მიაღწიოს მშვიდობას, რასაც თან მოჰყვება უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ დარჩენილი ქვეყნის ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება ნატოს წევრობის საკითხში“.
მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, კოლექტიური დასავლეთის გეგმები და ოცნებები რუსეთის საბრძოლო ველზე გარდაუვალი სტრატეგიული მარცხის შესახებ საბოლოოდ გაფანტულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე