https://sputnik-georgia.com/20250212/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-ianvarshi-292089295.html
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - იანვრის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - იანვრის მონაცემები
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T11:00+0400
2025-02-12T11:00+0400
2025-02-12T11:00+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b29bdcb206b317490b27a10f31bc10c4.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 6,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 15,5 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 61,1 მლნ ლარი შეადგინა.სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,54 მილიარდ ლარს მიაღწია.ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ასეთია:ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. იანვრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51,1%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 30,5%-ს, კონსერვატიულში - 16,6%-ს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ec7ab170df89bd4fe1bda23e27805263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - იანვრის მონაცემები
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 6,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 15,5 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 61,1 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,54 მილიარდ ლარს მიაღწია.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ასეთია:
დინამიური პორტფელი – 18,7%
დაბალანსებული პორტფელი – 16,4%
კონსერვატიული პორტფელი – 14,3%.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. იანვრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51,1%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 30,5%-ს, კონსერვატიულში - 16,6%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.