https://sputnik-georgia.com/20250212/qartuli-kultura-uplebas-ar-mazlevs-kaladzem-shevchenkos-upasuxa-292102024.html
ქართული კულტურა უფლებას არ მაძლევს – კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
ქართული კულტურა უფლებას არ მაძლევს – კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
Sputnik საქართველო
კალაძე და შევჩენკო 90-იანი წლების ბოლოს ერთად თამაშობდნენ ჯერ კიევის „დინამოში", შემდეგ კი იტალიურ „მილანში". 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T20:14+0400
2025-02-12T20:14+0400
2025-02-12T20:14+0400
საქართველო
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. „მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო დღეს ჭირისუფლის როლშია, ქართული ტრადიციებით მასთან პოლემიკაში შესვლა არ შეიძლება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, წარსულში შევჩენკოს თანაგუნდელმა კახა კალაძემ.უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ კიევის „დინამოს" და იტალიური „მილანის" ყოფილი მცველის, ამჟამად „ქართული ოცნების" გენმდივნის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობაზე კომენტარი გააკეთა. შევჩენკოს თქმით, მისთვის ყოფილი თანაგუნდელი „აღარ არსებობს", ის მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომელმაც სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის, კალაძეს.მერის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის მოსახლეობა მალე შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და მომხდარის გაანალიზებას.2024 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 19 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე მათ მხარდამჭერებს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისთვის სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა კახა კალაძემ. პასუხად თბილისის მერმა განაცხადა, რომ ზელენსკი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.კალაძე და შევჩენკო 90-იანი წლების ბოლოს ერთად თამაშობდნენ ჯერ კიევის „დინამოში", შემდეგ კი იტალიურ „მილანში". „როსონერის" შემადგენლობაში მათ მოიგეს უეფას ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი, სერია A და იტალიის თასი. როგორც მაშინ მედია აქტიურად წერდა, სწორედ შევჩენკომ შეუწყო ხელი 2001 წლის ინავარში კალაძის „მილანში" გადასვლას.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
ქართული კულტურა უფლებას არ მაძლევს – კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
კალაძე და შევჩენკო 90-იანი წლების ბოლოს ერთად თამაშობდნენ ჯერ კიევის „დინამოში", შემდეგ კი იტალიურ „მილანში".
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. „მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო დღეს ჭირისუფლის როლშია, ქართული ტრადიციებით მასთან პოლემიკაში შესვლა არ შეიძლება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, წარსულში შევჩენკოს თანაგუნდელმა კახა კალაძემ.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ კიევის „დინამოს" და იტალიური „მილანის" ყოფილი მცველის, ამჟამად „ქართული ოცნების" გენმდივნის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობაზე კომენტარი გააკეთა. შევჩენკოს თქმით, მისთვის ყოფილი თანაგუნდელი „აღარ არსებობს", ის მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომელმაც სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის, კალაძეს.
„ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო", - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის მოსახლეობა მალე შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და მომხდარის გაანალიზებას.
2024 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 19 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე მათ მხარდამჭერებს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისთვის სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა კახა კალაძემ. პასუხად თბილისის მერმა განაცხადა, რომ ზელენსკი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
კალაძე და შევჩენკო 90-იანი წლების ბოლოს ერთად თამაშობდნენ ჯერ კიევის „დინამოში", შემდეგ კი იტალიურ „მილანში". „როსონერის" შემადგენლობაში მათ მოიგეს უეფას ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი, სერია A და იტალიის თასი.
როგორც მაშინ მედია აქტიურად წერდა, სწორედ შევჩენკომ შეუწყო ხელი 2001 წლის ინავარში კალაძის „მილანში" გადასვლას.