https://sputnik-georgia.com/20250212/programa-sporti-uprosi-taobistvis-welsac-gagrzeldeba-292099156.html
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: პროგრამა წელსაც გაგრძელდება
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: პროგრამა წელსაც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
მერიამ ამ პროგრამის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო და მასში დღეის მდგომარეობით, 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T17:42+0400
2025-02-12T17:42+0400
2025-02-12T17:42+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_0b8e5f023899289abdc2626350621cf5.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის ფარგლებში პენსიონერებისთვის თავიდან ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. გასული წლის მაისის ბოლოს კი მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.აბ დროისთვის აღნიშნულ პროგრამაში 2,5 ათასამდე მოქალაქეა ჩართული. პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე და ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან.დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი, აგრეთვე კერძო ობიექტები.ახალი ობიექტების გარდა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი - ორი ობიექტი; დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი; მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_5edab35285b82192d574f1368eea449e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: პროგრამა წელსაც გაგრძელდება
მერიამ ამ პროგრამის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო და მასში დღეის მდგომარეობით, 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის ფარგლებში პენსიონერებისთვის თავიდან ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. გასული წლის მაისის ბოლოს კი მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.
აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.
აბ დროისთვის აღნიშნულ პროგრამაში 2,5 ათასამდე მოქალაქეა ჩართული.
„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზები და ფიტნეს-დარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.
პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე და ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან.
„ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ - ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი, აგრეთვე კერძო ობიექტები.
ახალი ობიექტების გარდა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი - ორი ობიექტი; დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი; მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.
პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან.