https://sputnik-georgia.com/20250212/mesame-piris-braleuloba-ar-ikveteba-kaladze-tbilisi-energy-qselshi-dazianebaze-292099575.html
მესამე პირის ბრალეულობა არ იკვეთება - კალაძე Tbilisi Energy-ის ქსელში დაზიანებაზე
მესამე პირის ბრალეულობა არ იკვეთება - კალაძე Tbilisi Energy-ის ქსელში დაზიანებაზე
Sputnik საქართველო
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T18:22+0400
2025-02-12T18:22+0400
2025-02-12T18:22+0400
საქართველო
თბილისი დღეს
კახა კალაძე
თბილისი-ენერჯი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანია Tbilisi Energy-ის ქსელში მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო და ამ დრომდე ეტაპობრიად გრძელდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზმომარაგების სრულად აღდგენა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.Tbilisi Energy-ის-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მიერ შესრულებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად 12 თებერვალს გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს - აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.ამ დროისთვის ვაკის რაიონში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია, რაც შეეხება საბურთალოს, აღნიშნულ რაიონში გაზმომარაგება აბონენტების 65%-ს აქვს აღდგენილი.ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, კახა კალაძე , თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, კახა კალაძე , თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
მესამე პირის ბრალეულობა არ იკვეთება - კალაძე Tbilisi Energy-ის ქსელში დაზიანებაზე
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანია Tbilisi Energy-ის ქსელში მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.
თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.
Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო და ამ დრომდე ეტაპობრიად გრძელდება.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევა მესამე პირის ჩარევით მოხდა არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ“, -განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზმომარაგების სრულად აღდგენა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.
Tbilisi Energy-ის-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მიერ შესრულებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად 12 თებერვალს გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს - აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.
ამ დროისთვის ვაკის რაიონში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია, რაც შეეხება საბურთალოს, აღნიშნულ რაიონში გაზმომარაგება აბონენტების 65%-ს აქვს აღდგენილი.
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.