https://sputnik-georgia.com/20250211/tbilisi-energy-vake-saburtaloze-gazmomargeba-dgis-bolomde-agdgeba-292078376.html
Tbilisi Energy: ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება
Tbilisi Energy: ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება
Sputnik საქართველო
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესადა საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო. 11.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-11T10:16+0400
2025-02-11T10:16+0400
2025-02-11T11:16+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/80/247448087_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_25179fcd88bcc141943bc6064540379e.jpg.webp
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ყველა აბონენტს გაზმომარაგება აღუდგება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა.„თბილისი ენერჯის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და დღეს დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.კომპანია მოსახლეობას სთხოვს, უსაფრთხოებისთვის გადაკეტონ გაზის ონკანები, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს.თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შემდეგ, გაზმომარაგება ვაშლიჯვრის, აგარაკების, თხინვალას, დიღმის, ლისის, ბაგების, ვაკის რაიონებს ეტაპობრივად უკვე აღუდგა.გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/80/247448087_449:0:3000:1913_1920x0_80_0_0_a446d1fc68bd40a1e91c8e7a0f939c22.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
Tbilisi Energy: ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება
10:16 11.02.2025 (განახლებულია: 11:16 11.02.2025) გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესადა საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ყველა აბონენტს გაზმომარაგება აღუდგება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და დღეს დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
კომპანია მოსახლეობას სთხოვს, უსაფრთხოებისთვის გადაკეტონ გაზის ონკანები, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს.
თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შემდეგ, გაზმომარაგება ვაშლიჯვრის, აგარაკების, თხინვალას, დიღმის, ლისის, ბაგების, ვაკის რაიონებს ეტაპობრივად უკვე აღუდგა.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ.