https://sputnik-georgia.com/20250211/tbilisi-energy-gazmomarageba-srulad-dgis-bolomde-agdgeba-292086997.html
Tbilisi Energy: გაზმომარგება სრულად 23:00 საათამდე აღდგება
Tbilisi Energy: გაზმომარგება სრულად 23:00 საათამდე აღდგება
Sputnik საქართველო
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო. 11.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-11T16:34+0400
2025-02-11T16:34+0400
2025-02-11T19:21+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რათა გაზმომარაგება ყველა აბონენტს 11 თებერვლის 23:00 საათამდე აღუდგეს, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა.კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია რაიონების მიხედვით, სადაც გაზმომარაგება აღდგა. ბოლო მონაცემებით: კომპანია მოსახლეობას სთხოვს, უსაფრთხოებისთვის გადაკეტონ გაზის ონკანები, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს.გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 10 თებერვალს ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, ახალი ამბები
Tbilisi Energy: გაზმომარგება სრულად 23:00 საათამდე აღდგება
16:34 11.02.2025 (განახლებულია: 19:21 11.02.2025) გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რათა გაზმომარაგება ყველა აბონენტს 11 თებერვლის 23:00 საათამდე აღუდგეს, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა.
კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია რაიონების მიხედვით, სადაც გაზმომარაგება აღდგა. ბოლო მონაცემებით:
დიდუბე-დიღომი: 19,700 აბონენტი - სრულად ჩართულია;
ვაკე-წყნეთი: 43,900 აბონენტი - ჩართულია 55%, მიმდინარეობს 19.755 აბონენტის ჩართვა;
საბურთალო-ნუცუბიძე: 87,200 აბონენტი - ჩართულია 55%, მიმდინარეობს 39,240 აბონენტის ჩართვა.
კომპანია მოსახლეობას სთხოვს, უსაფრთხოებისთვის გადაკეტონ გაზის ონკანები, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 10 თებერვალს ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ.