https://sputnik-georgia.com/20250211/premieri-saqartvelo-rogorc-cipruli-habi-292090726.html
პრემიერი: საქართველო, როგორც მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით
პრემიერი: საქართველო, როგორც მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება, რაც განპირობებულია მთავრობის ერთგულებით პროგრესისა და მდგრადობისადმი. 11.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-11T22:13+0400
2025-02-11T22:13+0400
2025-02-11T22:13+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ეკონომიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a77bf55653c39e236d9f80375b59658f.jpg
თბილისი, 11თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო დაკავშრებადობა და მარშრუტები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გახდეს მთავარი ჰაბი და ციფრული ცენტრი ევროპა-აზიის მარშრუტზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 11-13 თებერვლის პერიოდში იმართება სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“. საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.პრემიერის თქმით, შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის.საერთაშორისო რეიტინგებისამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა საქართველოს წარმატებები საერთაშორისო ინდექსებში. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, 2024 წლის მონაცემებით საქართველო ევროპაში – მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს შექმნას უფრო ძლიერი, უფრო დინამიური და მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება, რაც განპირობებულია მთავრობის ერთგულებით პროგრესისა და მდგრადობისადმი.ეკონომიკური პროგრესიპრემიერმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, საშუალოდ, 9,7%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიამისი თქმით, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,5% შეადგინა.პრემიერის თქმით, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც. „2024 წელს საქონლის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა და 6,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7,3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.მსოფლიო თავრობათა სამიტი 2025სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის აერთიანებს მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია - 6 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a6b6169fb3abce30ec782ed7cd8de30d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო, როგორც მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით
კობახიძის თქმით, საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება, რაც განპირობებულია მთავრობის ერთგულებით პროგრესისა და მდგრადობისადმი.
თბილისი, 11თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო დაკავშრებადობა და მარშრუტები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გახდეს მთავარი ჰაბი და ციფრული ცენტრი ევროპა-აზიის მარშრუტზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 11-13 თებერვლის პერიოდში იმართება სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“.
„საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორე მხრივ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
პრემიერის თქმით, შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის.
სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა საქართველოს წარმატებები საერთაშორისო ინდექსებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.
რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, 2024 წლის მონაცემებით საქართველო ევროპაში – მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს შექმნას უფრო ძლიერი, უფრო დინამიური და მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება, რაც განპირობებულია მთავრობის ერთგულებით პროგრესისა და მდგრადობისადმი.
პრემიერმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, საშუალოდ, 9,7%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,5% შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში, საშუალოდ, 6%-ს აღემატება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც.
„2024 წელს საქონლის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა და 6,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7,3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
მსოფლიო თავრობათა სამიტი 2025
სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის აერთიანებს მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.
2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია - 6 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი.