https://sputnik-georgia.com/20250210/tbilisis-mosaxleobas-gazmomarageba-sheuwyda-292073648.html
თბილისში 150 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა: ბოლო მონაცემები
თბილისში 150 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო. 10.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-10T18:11+0400
2025-02-10T18:11+0400
2025-02-10T18:10+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შემდეგ, გაზმომარაგება ვაშლიჯვრის, აგარაკების, თხინვალას, დიღმის, ლისის, ბაგების, ვაკის რაიონებს ეტაპობრივად აღუდგა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.Tbilisi Energy-ის ცნობით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თბილისი-ენერჯი, ახალი ამბები
თბილისში 150 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა: ბოლო მონაცემები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შემდეგ, გაზმომარაგება ვაშლიჯვრის, აგარაკების, თხინვალას, დიღმის, ლისის, ბაგების, ვაკის რაიონებს ეტაპობრივად აღუდგა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის განცხადებაში.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.
Tbilisi Energy-ის ცნობით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროცესი სრულად 11 თებერვალს, დღის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტები SMS-ის საშუალებით მიიღებენ.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ვაკესა და საბურთალოს რაიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გადაიდო.