https://sputnik-georgia.com/20250210/rogor-sheicvala-erovnuli-bankis-saertashoriso-rezervebi-292066702.html
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით. 10.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-10T11:44+0400
2025-02-10T11:44+0400
2025-02-10T11:44+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იანვარში რეზერვები 18,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,8 მლრდ აშშ დოლარი).გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 455 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 639,6 მლნ ლარი შეადგინა.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება „მინუს" 1,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იანვარში რეზერვები 18,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის
ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,8 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 455 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 639,6 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება „მინუს" 1,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.