https://sputnik-georgia.com/20250210/prokuraturam-gamozieba-daiwyo-292072310.html
ქვეყნის საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარება: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ქვეყნის საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარება: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
დანაშაული ითვალისწინებს 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 10.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-10T15:42+0400
2025-02-10T15:42+0400
2025-02-10T15:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 8 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწო საბოტაჟისა და საბოტაჟის მცდელობის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევის ფაქტებზე.„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ პროკურატურას განცხადებით თებერვლის დასაწყისში მიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლები ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი ცვლილების შესახებ არაერთი მოწოდება, რომელიც თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე ისმის, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისა და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ჯგუფში ჩართული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დააფუძნა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ასეე არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ქვეყნის საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარება: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
დანაშაული ითვალისწინებს 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 8 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწო საბოტაჟისა და საბოტაჟის მცდელობის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევის ფაქტებზე.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ პროკურატურას განცხადებით თებერვლის დასაწყისში მიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლები ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი ცვლილების შესახებ არაერთი მოწოდება, რომელიც თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე ისმის, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადება", -
ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც 5-დან 10-წლამდე ან 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისა და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ჯგუფში ჩართული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დააფუძნა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ასეე არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.