https://sputnik-georgia.com/20250210/galuzini-dasavletma-saqartvelo-urchobistvis-dasaja-292073043.html
რუსი დიპლომატი: დასავლეთმა საქართველო ურჩობისთვის დასაჯა
რუსი დიპლომატი: დასავლეთმა საქართველო ურჩობისთვის დასაჯა
Sputnik საქართველო
გალუზინის თქმით, ოფიციალური თბილისის სტრატეგიული პარტნიორები ამ დრომდე ცდილობენ შეცვალონ ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და უბიძგონ ქვეყანას რეჟიმის... 10.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-10T20:00+0400
2025-02-10T20:00+0400
2025-02-10T20:00+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273369395_0:0:1350:759_1920x0_80_0_0_12fbd0733d188a2f904bf73164021a50.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მცდელობები საქართველოში გაეხსნათ „მეორე ფრონტი“, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისა და რეგიონში ანტირუსული განწყობების გასაძლიერებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა, იუწყება РИА Новости.რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გააანალიზა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამხრეთ კავკასიაზე და გარე ძალების სურვილზე, ჩაერთონ შიდა პროცესებში.მისი თქმით, ოფიციალური თბილისის სტრატეგიული პარტნიორები ამ დრომდე ცდილობენ შეცვალონ ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და უბიძგონ ქვეყანას რეჟიმის შეცვლისკენ. მეტიც, საქართველოს ასევე აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.„ვაშინგტონი და ბრიუსელი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზეც კი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", - განაცხადა გალუზინმა.ჟენევის დისკუსიების მომავალთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემისას, გალუზინმა ქართული პოლიტიკური ელიტის რიტორიკის ცვლილების იმედი გამოთქვა, რამაც შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგების სფეროში.„ჩვენ ველით, რომ აღიარება აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ, ასევე მიხეილ სააკაშვილის აგრესიის ფაქტი სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ გადამწყვეტი გახდება ქართული მხარის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დამყარების საქმეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273369395_98:0:1298:900_1920x0_80_0_0_cb5689e8eb754049abac3c1db2f115a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსი დიპლომატი: დასავლეთმა საქართველო ურჩობისთვის დასაჯა
გალუზინის თქმით, ოფიციალური თბილისის სტრატეგიული პარტნიორები ამ დრომდე ცდილობენ შეცვალონ ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და უბიძგონ ქვეყანას რეჟიმის შეცვლისკენ.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მცდელობები საქართველოში გაეხსნათ „მეორე ფრონტი“, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისა და რეგიონში ანტირუსული განწყობების გასაძლიერებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა, იუწყება
РИА Новости.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გააანალიზა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამხრეთ კავკასიაზე და გარე ძალების სურვილზე, ჩაერთონ შიდა პროცესებში.
„დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრატიულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად „გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ოფიციალური თბილისის სტრატეგიული პარტნიორები ამ დრომდე ცდილობენ შეცვალონ ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და უბიძგონ ქვეყანას რეჟიმის შეცვლისკენ. მეტიც, საქართველოს ასევე აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ვაშინგტონი და ბრიუსელი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზეც კი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", - განაცხადა გალუზინმა.
ჟენევის დისკუსიების მომავალთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემისას, გალუზინმა ქართული პოლიტიკური ელიტის რიტორიკის ცვლილების იმედი გამოთქვა, რამაც შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგების სფეროში.
„ჩვენ ველით, რომ აღიარება აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ, ასევე მიხეილ სააკაშვილის აგრესიის ფაქტი სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ გადამწყვეტი გახდება ქართული მხარის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დამყარების საქმეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.