https://sputnik-georgia.com/20250209/rogoria-mzia-amaglobelis-janmrtelobis-mdgomareoba-292062241.html
შიმშილობის 29 დღე – როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
შიმშილობის 29 დღე – როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
Sputnik საქართველო
კლინიკა „ვივამედის" ექიმის თქმით, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. 09.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-09T16:39+0400
2025-02-09T16:39+0400
2025-02-09T16:39+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი , რომელიც უკვე 29 დღეა შიმშილობს, ექიმების მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და მას დამატებითი კვლევები უტარდება, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ.ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.ამაღლობელი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გამოკვლევებისთვის 4 თებერვალს გადაიყვანეს.27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა გაატაროს მყისიერი ზომები და უზრუნველყოს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
შიმშილობის 29 დღე – როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
კლინიკა „ვივამედის" ექიმის თქმით, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი , რომელიც უკვე 29 დღეა შიმშილობს, ექიმების მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და მას დამატებითი კვლევები უტარდება, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ.
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.
ამაღლობელი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გამოკვლევებისთვის 4 თებერვალს გადაიყვანეს.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე რჩება. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, იგი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. პაციენტი ასრულებს რეკომენდაციებს, რაც ექიმების მიერაა გაცემულია. მას ასევე უტარდება დამატებითი, განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ჩხაიძემ.
27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა გაატაროს მყისიერი ზომები და უზრუნველყოს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.
ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.