მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვმა პუტინი-ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პესკოვი
ვლადიმირ პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2025
გამოწერა
9 თებერვალს ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს და არც უარყოს რუსეთისა და ამერიკის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია.
9 თებერვალს ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა თეთრ სახლზე დაყრდნობით ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას თუ რამდენჯერ დაუკავშირდა იგი რუსეთის პრეზიდენტს.
„მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, - განაცხადა პესკოვმა.
ამერიკის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურდა ვლადიმირ პუტინთან პირადად შეხვედრა, იანვრის დასაწყისში კი განაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე ახორციელებს შეხვედრების ორგანიზებისთვის სამუშაოებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა მაშინ აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად იყო წინადადებების მოსასმენად, მაგრამ ამ საკითხზე ვაშინგტონთან კონტაქტი ჯერ არ ყოფილა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან განიხილოს ორივე ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0