https://sputnik-georgia.com/20250209/kobaxidze-saqartvelo-rusettn-pragmatul-politikas-gaagrzelebs-292061955.html
პრემიერი: საქართველო რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს
პრემიერი: საქართველო რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და განიხილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, განაცხადა კობახიძემ 09.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-09T14:45+0400
2025-02-09T14:45+0400
2025-02-09T14:45+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3129ec5b326ba9e06912cfbac5bf809a.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველო რუსეთის საკითხში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობის აღიარების გამო.ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და განიხილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით.საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_85:0:1986:1426_1920x0_80_0_0_601a5a95bde0ad812f9b639b88ab09bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და განიხილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველო რუსეთის საკითხში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
„ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ეს არის რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის საფუძველი. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს “, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია
Euronews-ის ეთერში.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობის აღიარების გამო.
„ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამას ალტერნატივა არ აქვს და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც მომენტში ეს რეალობად იქცევა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და განიხილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.