ევროპის ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში - ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი

© Mountain Trails Agencyბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2025
გამოწერა
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ სტარტს 9 თებერვლის საღამოს აიღებს - ბაკურიანში ფესტივალის გახსნის ცერემონია 19:00 საათზეა დაგეგმილი.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 9-16 თებერვალს ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. საქართველოს ევროპისა და აზიის 48 ქვეყნიდან დაახლოებით 2 ათასი სპორტსმენი ეწვევა. შეჯიბრებები ჩატარდება რვა დისციპლინაში: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურები, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა და შორტ-ტრეკი.
ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართება. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები – გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
რვა ქართველი სპორტსმენის გამოსვლის განრიგი:
10 თებერვალი
სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - ბიჭები)
09:00 – 11:15 - I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
11 თებერვალო
სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - გოგონები)
09:00 – 11:15 - I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი
ნელი უსტიმენკო
12 თებერვალი
14:00 – 18:00 ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა - გოგონები)
ინგა გურგენიძე
13 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი - ბიჭები)
09:00 – 11:15 - I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
15:00 – 20:30 ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა - გოგონები)
ინგა გურგენიძე
14 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი - გოგონები)
09:00 – 11:15 - I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
10:00 – 11:05 ბიატლონი (სპრინტი 7,5 კმ)
შიო ქუჩუკიანი
15 თებერვალი
09:00 – 13:00 სამთო თხილამურობა (პარალელური სლალომი - შერეული წყვილები)
ორი ბიჭი, ორი გოგონა.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართება შეჯიბრებები სამთო თხილამურობაში, ბიატლონში, სათხილამურო რბოლაში, ფრისტაილსა და სნოუბორდში.
თბილისში ჰოკეის ტურნირები გაიმართება. შეჯიბრებები ახალ ყინულის სასახლეში გაიმართება, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.
ყინულის არენის შენობაში, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, განთავსებულია ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, სარეკრეაციო, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები.
ყინულის არენის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29,2 მლნ ლარით დაფინანსდა.
ბათუმის ყინულის სასახლე კი მოციგურავეთა გამოსვლებს უმასპინძლებს.
საქართველოს ზამთრის კურორტმა ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0