https://sputnik-georgia.com/20250209/bakuriani-2025-agsanishnavad-sakoleqcio-moneta-gamoushves-292061331.html
ოლიმპიურ ფესტივალ „ბაკურიანი 2025“-ს საკოლექციო მონეტა მიეძღვნა
ოლიმპიურ ფესტივალ „ბაკურიანი 2025“-ს საკოლექციო მონეტა მიეძღვნა
Sputnik საქართველო
საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება. 09.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-09T13:39+0400
2025-02-09T13:39+0400
2025-02-09T17:16+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სპორტი
საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/09/292062972_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_4c4a8c1e729c96fea2b048c3a58fa347.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,ბაკურიანი 2025“-ის აღსანიშნავად გამოცემული ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია ბაკურიანში გაიმართა, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში 9-16 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ევროპისა და აზიის 48 ქვეყნიდან დაახლოებით 2 ათასი სპორტსმენი ეწვევა. შეჯიბრებები ჩატარდება რვა დისციპლინაში: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურები, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა და შორტ-ტრეკი.5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო.საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტ სპიროს კაპრალოსს, ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი ოლიმპიელის კობა წაქაძის შვილს- კახა წაქაძეს და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს გადასცა.საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „ბაკურიანი 2025“ - ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაკურიანში დღეს, 19:00 საათზ გაიმართება. ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები – გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.საქართველოს ზამთრის კურორტმა ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/09/292062972_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_3b66fc10f9c6368218bd281691499545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სპორტი, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სპორტი, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
ოლიმპიურ ფესტივალ „ბაკურიანი 2025“-ს საკოლექციო მონეტა მიეძღვნა
13:39 09.02.2025 (განახლებულია: 17:16 09.02.2025) საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,ბაკურიანი 2025“-ის აღსანიშნავად გამოცემული ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია ბაკურიანში გაიმართა, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში 9-16 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ევროპისა და აზიის 48 ქვეყნიდან დაახლოებით 2 ათასი სპორტსმენი ეწვევა. შეჯიბრებები ჩატარდება რვა დისციპლინაში: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურები, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა და შორტ-ტრეკი.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო.
საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტ სპიროს კაპრალოსს, ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი ოლიმპიელის კობა წაქაძის შვილს- კახა წაქაძეს და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს გადასცა.
საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „ბაკურიანი 2025“ - ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაკურიანში დღეს, 19:00 საათზ გაიმართება. ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები – გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
საქართველოს ზამთრის კურორტმა ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.