https://sputnik-georgia.com/20250208/saqartvelos-premier-ministrma-mosaxleobas-davitoba-miuloca-292056830.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „დავითობა“ მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „დავითობა“ მიულოცა
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ ქვეყანასა და მოსახლეობის გაერთიანება უსურვა 08.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-08T19:04+0400
2025-02-08T19:04+0400
2025-02-08T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292054401_0:0:566:318_1920x0_80_0_0_f0a2b4fb26ad9eaee36e77190f8e6c83.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მოსახლეობას წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის (აღმაშენებლის) ხსენების დღე მიულოცა .საქართველოში დღეს „დავითობას“ აღნიშნავენ.მეფე დავით IV-ს „აღმაშენებელი“ ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა. მისი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია, შეიქმნა რეგულარული ჯარი, ქვეყანა დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული. მისი ნეშტი, მისივე ანდერძის თანახმად, გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელში მდებარე ფილის ქვეშ განისვენებს.XIII საუკუნის ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.საქართველოში დავით მეფის სახელობის უამრავი ეკლესიაა, მის სახელს ატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, გამზირები, მოედნები და ქუჩები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მედალი წარმოადგენს.ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-გამოკითხვის The Top Tens-ის ვერსიით, დავით აღმაშენებელმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრების ათეულში პირველი ადგილიც კი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292054401_0:0:566:426_1920x0_80_0_0_33f3dd1cdf740cb32be3c8b34e7c3cac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რელიგია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „დავითობა“ მიულოცა
ირაკლი კობახიძემ ქვეყანასა და მოსახლეობის გაერთიანება უსურვა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მოსახლეობას წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის (აღმაშენებლის) ხსენების დღე მიულოცა .
საქართველოში დღეს „დავითობას“ აღნიშნავენ.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო, ყველას მინდა გისურვოთ ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება, გაერთიანება და გამთლიანება“, - დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.
მეფე დავით IV-ს „აღმაშენებელი“ ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა. მისი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია, შეიქმნა რეგულარული ჯარი, ქვეყანა დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.
დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.
დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.
საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული. მისი ნეშტი, მისივე ანდერძის თანახმად, გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელში მდებარე ფილის ქვეშ განისვენებს.
XIII საუკუნის ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.
საქართველოში დავით მეფის სახელობის უამრავი ეკლესიაა, მის სახელს ატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, გამზირები, მოედნები და ქუჩები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მედალი წარმოადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-გამოკითხვის The Top Tens-ის ვერსიით, დავით აღმაშენებელმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრების ათეულში პირველი ადგილიც კი დაიკავა.