https://sputnik-georgia.com/20250208/patimrebi-saqartvelos-cixeebsi-axali-statistika-292057896.html
პატიმრები საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
პატიმრები საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ციხეები 81,4%-ით იყო შევსებული 08.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-08T21:02+0400
2025-02-08T21:02+0400
2025-02-08T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992667_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_5d18caaf11c2c4b1d5421eac6f724e12.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი იანვრისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 9,1 ათასი ადამიანი შეადგინა, მათ შორის 1000 უცხოელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.პატიმართა უმრავლესობა მამაკაცია, ამასთან, 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 394 ქალი იყო, მათგან 88 უცხოელია.პატიმართა საშუალო ასაკი 30-50 წელია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 76 არასრულწლოვანი და 70 წელზე უფროსი ასაკის 77 პირი იმყოფება.პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,7 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.ციხეების შევსების მაჩვენებელი2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 81,4%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 დაწესებულებაში.რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, კიდევ 14,9% - თბილისის დაწესებულებებში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს.რისთვის და სად იხდიან სასჯელსმსჯავრდებულთა დიდი ნაწილი (66%) სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის. კიდევ 24% - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 220 პატიმარია (საერთო რაოდენობის 3%) და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებაში იმყოფება 216 პატიმარი, მათ სამსახურის ან სწავლის გამო საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლება აქვთ.ქალები და არასრულწლოვნები ცალკე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.პატიმრობის პირობებიმსჯავრდებულებს საქართველოში მუშაობის და განათლების მიღების უფლება აქვთ. კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში სასჯელის მოხდის დროს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მისაღები გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ.1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სასკოლო განათლებას იღებდა 72, ხოლო უმაღლეს განათლებას - 46 პატიმარი. კიდევ 247 პატიმარი პროფესიულ განათლებას იღებდა.1 იანვრის მონაცემებით, 1167 მსჯავრდებული მუშაობდა. ამასთან, მსჯავრდებულები შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს, თანხა მათ ბარათებზე ერიცხებათ. მათ შეუძლიათ მისი დახარჯვა ციხის მაღაზიაში ან გაუგზავნონ ოჯახებს.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პატიმართა ნახევარი დაქორწინებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992667_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_63c6b6395e9b1110a896896bba3c038b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
პატიმრები საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ციხეები 81,4%-ით იყო შევსებული
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი იანვრისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 9,1 ათასი ადამიანი შეადგინა, მათ შორის 1000 უცხოელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა უმრავლესობა მამაკაცია, ამასთან, 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 394 ქალი იყო, მათგან 88 უცხოელია.
პატიმართა საშუალო ასაკი 30-50 წელია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 76 არასრულწლოვანი და 70 წელზე უფროსი ასაკის 77 პირი იმყოფება.
პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,7 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
ციხეების შევსების მაჩვენებელი
2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 81,4%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 დაწესებულებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, კიდევ 14,9% - თბილისის დაწესებულებებში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
რისთვის და სად იხდიან სასჯელს
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი (66%) სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის. კიდევ 24% - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 220 პატიმარია (საერთო რაოდენობის 3%) და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებაში იმყოფება 216 პატიმარი, მათ სამსახურის ან სწავლის გამო საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლება აქვთ.
ქალები და არასრულწლოვნები ცალკე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.
მსჯავრდებულებს საქართველოში მუშაობის და განათლების მიღების უფლება აქვთ. კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში სასჯელის მოხდის დროს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მისაღები გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ.
1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სასკოლო განათლებას იღებდა 72, ხოლო უმაღლეს განათლებას - 46 პატიმარი. კიდევ 247 პატიმარი პროფესიულ განათლებას იღებდა.
1 იანვრის მონაცემებით, 1167 მსჯავრდებული მუშაობდა. ამასთან, მსჯავრდებულები შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს, თანხა მათ ბარათებზე ერიცხებათ. მათ შეუძლიათ მისი დახარჯვა ციხის მაღაზიაში ან გაუგზავნონ ოჯახებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პატიმართა ნახევარი დაქორწინებულია.