https://sputnik-georgia.com/20250208/is-rasac-yvela-qomagi-eloda-kvaracxeliam-safrangetis-cempionatsi-sadebiuto-goli-gaitana-292053996.html
ის, რასაც ყველა ქომაგი ელოდა: კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა
ის, რასაც ყველა ქომაგი ელოდა: კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა
Sputnik საქართველო
54-ე წუთზე კვარაცხელიამ ბარკოლას პასის შემდეგ ეფექტურად მოატყუა მცველიც და მეკარე და ლიგა ერთში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 08.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-08T12:13+0400
2025-02-08T12:13+0400
2025-02-08T12:13+0400
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:102:1441:912_1920x0_80_0_0_d4196eeeb0b22e009b1b183ff99fc3c0.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზელების ერთ-ერთ მთავარ მეტოქესთან, „მონაკოსთან“ მატჩში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო. ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო ფეხბურთელი იყო. მისი გადაცემებით პსჟ-ის მოთამაშეებს პირველ ტაიმშიც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს.ვიტინიამ მე-6 წუთზე, ეფექტური საჯარიმოს შესრულების შემდეგ პარიზელები დააწინაურა. ათი წუთის შემდეგ სტუმრების თავდამსხმელმა დენის ზაქარიამ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.ქართველმა ფეხბურთელმა 54-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ მცველთან ერთად მეკარეც ეფექტურად მოატყუა და საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.მოგვიანებით დუბლი (57’, 90’) უსმან დემბელემ გაიფორმა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.რაც შეეხება კვარაცხელიას, საფრანგეთის ჩემპიონატში მან უკვე ორი შეხვედრა გამართა და თავის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ასისტი ჩაიწერა.21-ე ტურის შემდეგ პსჟ 53 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს - „მარსელს“ აქვს 40 ქულა, ხოლო „მონაკოს“ – 37. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს მიმდინარე ჩემპიონატში წაგება ჯერ არ ჰქონიათ.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.„პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის ლიდერია - მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა. მონაცემები გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_1fa98df858c285403279de4d57d83c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , ახალი ამბები
ის, რასაც ყველა ქომაგი ელოდა: კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა
54-ე წუთზე კვარაცხელიამ ბარკოლას პასის შემდეგ ეფექტურად მოატყუა მცველიც და მეკარე და ლიგა ერთში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზელების ერთ-ერთ მთავარ მეტოქესთან, „მონაკოსთან“ მატჩში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო. ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო ფეხბურთელი იყო. მისი გადაცემებით პსჟ-ის მოთამაშეებს პირველ ტაიმშიც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს.
ვიტინიამ მე-6 წუთზე, ეფექტური საჯარიმოს შესრულების შემდეგ პარიზელები დააწინაურა. ათი წუთის შემდეგ სტუმრების თავდამსხმელმა დენის ზაქარიამ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 54-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ მცველთან ერთად მეკარეც ეფექტურად მოატყუა და საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მოგვიანებით დუბლი (57’, 90’) უსმან დემბელემ გაიფორმა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
რაც შეეხება კვარაცხელიას, საფრანგეთის ჩემპიონატში მან უკვე ორი შეხვედრა გამართა და თავის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ასისტი ჩაიწერა.
„ამაზე ვმუშაობდი და მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა. ამისათვის ბევრს ვვარჯიშობდი და მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ამ ფანტასტიური გუნდისთვის მეტი გავიტანო. ყველამ კარგად მიმიღო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ“, - უამბო ჟურნალისტებს კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ.
21-ე ტურის შემდეგ პსჟ 53 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს - „მარსელს“ აქვს 40 ქულა, ხოლო „მონაკოს“ – 37. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს მიმდინარე ჩემპიონატში წაგება ჯერ არ ჰქონიათ.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
„პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის ლიდერია - მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა. მონაცემები გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა.