https://sputnik-georgia.com/20250208/2024-wels-qartuli-rvinis-semowmebam-darrvevebi-gamoavlina-axali-informacia-292052204.html
2024 წელს ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა - ახალი ინფორმაცია
2024 წელს ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა - ახალი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, სააგენტომ ჩაატარა 284 დეგუსტაცია - შემოსული 13.006 ნიმუშიდან 12.383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623... 08.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-08T13:04+0400
2025-02-08T13:04+0400
2025-02-08T13:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს 83 კომპანიაში ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის საინსპექციო კონტროლის შედეგად 1.927 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან წარმოადგენს.მთლიანობაში, 2024 წელს ჩატარდა როგორ სახელმწიფო, ის საინსპექციო შემოწმება.გარდა ამისა, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს Bureau Veritas და შპს SGS მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში.2021 წლის ივნისიდან, ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში ახორციელებენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas.სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.ამასთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 284 დეგუსტაცია. შემოსული 13.006 ნიმუშიდან 12.383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.2025 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.რუსეთი წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების 66,7ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 8,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.2024 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა - მსოფლიოს 72 ქვეყანაში 276,1 მლნ დოლარის (+7%) ღირებულების 95 მლნ ლიტრამდე ღვინო (+6%) გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
2024 წელს ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა - ახალი ინფორმაცია
ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, სააგენტომ ჩაატარა 284 დეგუსტაცია - შემოსული 13.006 ნიმუშიდან 12.383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს 83 კომპანიაში ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის საინსპექციო კონტროლის შედეგად 1.927 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან წარმოადგენს.
მთლიანობაში, 2024 წელს ჩატარდა როგორ სახელმწიფო, ის საინსპექციო შემოწმება.
გარდა ამისა, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს Bureau Veritas და შპს SGS მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში.
2021 წლის ივნისიდან, ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში ახორციელებენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.
შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.
ამასთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 284 დეგუსტაცია. შემოსული 13.006 ნიმუშიდან 12.383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
2025 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
რუსეთი წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების 66,7ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 8,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა - მსოფლიოს 72 ქვეყანაში 276,1 მლნ დოლარის (+7%) ღირებულების 95 მლნ ლიტრამდე ღვინო (+6%) გავიდა.