https://sputnik-georgia.com/20250207/yazaxeti-saqartvelosi-soflis-meurneobis-produqciis-imports-gazrdis-292040408.html
ყაზახეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს გაზრდის
ყაზახეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს გაზრდის
Sputnik საქართველო
2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტის მოცულობამ 71 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T12:11+0400
2025-02-07T12:11+0400
2025-02-07T12:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/62/230416273_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c24eba44ec7668ddfc12fe01b17b7e12.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოში სოფლის მეურნეობის ექსპორტის გაზრდით, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ აიდარბეკ საფაროვზე დაყრდნობით.მინისტრის თქმით, 2024 წელს ყაზახეთმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოსთვის მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა, 2025 წელს კი იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.მისი თქმით, 2024 წელს ექსპორტის მოცულობამ 71 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.„2023 წელს ამ ქვეყანაში არც ხორბალი და არც ხორცი არ გაგვიტანია. ყაზახური იმპორტი მოიცავს ხორბალს, ფქვილის პროდუქტებს, მაკარონს, საკონდიტრო ნაწარმს, ასევე მარცვლეულსა და ზეთოვან კულტურებს“, - განაცხადა საფაროვმა.საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 5-6 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/62/230416273_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_801896b32d95777b1b3fe035f62cb56d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ყაზახეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს გაზრდის
2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტის მოცულობამ 71 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოში სოფლის მეურნეობის ექსპორტის გაზრდით, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ აიდარბეკ საფაროვზე დაყრდნობით.
მინისტრის თქმით, 2024 წელს ყაზახეთმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოსთვის მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა, 2025 წელს კი იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოში აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდით და ორმხრივი თანამშრომლობით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან“, - განაცხადა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა.
მისი თქმით, 2024 წელს ექსპორტის მოცულობამ 71 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
„2023 წელს ამ ქვეყანაში არც ხორბალი და არც ხორცი არ გაგვიტანია. ყაზახური იმპორტი მოიცავს ხორბალს, ფქვილის პროდუქტებს, მაკარონს, საკონდიტრო ნაწარმს, ასევე მარცვლეულსა და ზეთოვან კულტურებს“, - განაცხადა საფაროვმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 5-6 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.