https://sputnik-georgia.com/20250207/saqartvelosi-qals-tavis-tvinsi-15-sm-sigrzis-cocxali-paraziti-upoves-292045324.html
საქართველოში ქალს თავის ტვინში 15 სმ სიგრძის ცოცხალი პარაზიტი უპოვეს
საქართველოში ქალს თავის ტვინში 15 სმ სიგრძის ცოცხალი პარაზიტი უპოვეს
Sputnik საქართველო
ცოცხალი სოლიტერი, რომელიც თავის ტვინში გადაადგილდებოდა, ნეიროქირურგმა ოპერაციის დროს აღმოაჩინა. 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T17:18+0400
2025-02-07T17:18+0400
2025-02-07T17:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283895415_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_1fd8dafbfb276442a291a7d553dd2b5f.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ექიმებმა ქალს თავში 15 სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი უპოვეს, ამის შესახებ ნეიროქირურგმა გიორგი სეკანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში, ოპერატიული ჩარევის დროს უპოვეს პაციენტს, რომლის სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი).პარაზიტი, რომლის სახეობაა Taenia solium (ღორის სოლიტერი), პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში გაიგზავნა.მისი თქმით, პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით, მანამდე იმყოფებოდა მეზობელ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია.ონკოლოგიის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონაქმნი.ნეიროქირურგის თქმით, სამი წლის განმალობაში ქალს 8-ჯერ ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს კი უთხრეს , რომ სიმსივნის მე-4 სტადია ჰქონდა, შესთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა.რაც შეეხება პაციენტს, ამჟამად ქალი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283895415_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_11480c2da3075c78ebd1994c6d2227b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში ქალს თავის ტვინში 15 სმ სიგრძის ცოცხალი პარაზიტი უპოვეს
ცოცხალი სოლიტერი, რომელიც თავის ტვინში გადაადგილდებოდა, ნეიროქირურგმა ოპერაციის დროს აღმოაჩინა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ექიმებმა ქალს თავში 15 სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი უპოვეს, ამის შესახებ ნეიროქირურგმა გიორგი სეკანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ“, - დაწერა გიორგი სეკანიამ.
ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში, ოპერატიული ჩარევის დროს უპოვეს პაციენტს, რომლის სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი).
პარაზიტი, რომლის სახეობაა Taenia solium (ღორის სოლიტერი), პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში გაიგზავნა.
მისი თქმით, პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით, მანამდე იმყოფებოდა მეზობელ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია.
ონკოლოგიის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონაქმნი.
ნეიროქირურგის თქმით, სამი წლის განმალობაში ქალს 8-ჯერ ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს კი უთხრეს , რომ სიმსივნის მე-4 სტადია ჰქონდა, შესთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა.
„კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები“, - წერს ექიმი. ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა“, - წერს ექიმი.
რაც შეეხება პაციენტს, ამჟამად ქალი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.