https://sputnik-georgia.com/20250207/saqartvelos-parlamentsi-axali-politikuri-jgufi-gacndeba-292046662.html
საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდება
საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდება
Sputnik საქართველო
პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იგივე უფლებები, რაც ფრაქციას, მისი წარმომადგენლები სარგებლობენ სიტყვის უფლებით 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T19:48+0400
2025-02-07T19:48+0400
2025-02-07T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და ბიურომ მოიწონეს საქართველოს პარლამენტში მეორე პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა.პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქცია დატოვეს: ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.ისინი პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ ერთად საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ და პარლამენტში ადგილებს ოპოზიციის კვოტით დაიკავებენ.პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იგივე უფლებები, რაც ფრაქციას, მისი წარმომადგენლები სარგებლობენ სიტყვის უფლებით და შეიძლება ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტებში.საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 ქართული ოცნების სიით აირჩიეს. საქართველოს პარლამენტში შესული ოთხი პოლიტიკური ძალიდან სამმა - კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და ლელო საქართველოსთვის - პარლამენტი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. მეოთხე პარტია „საქართველოსთვის“, თუმცა მანდატები არ დათმო, პარლამენტში მუშაობის ბოიკოტს აგრძელებს.საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 „ქართული ოცნების“ სიით აირჩიეს. ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან სამმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა და პარლამენტი დატოვა. მეოთხე პარტიას - „საქართველოსთვის“ - მანდატები ჯერ არ დაუთმია, მაგრამ პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდება
პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იგივე უფლებები, რაც ფრაქციას, მისი წარმომადგენლები სარგებლობენ სიტყვის უფლებით
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და ბიურომ მოიწონეს საქართველოს პარლამენტში მეორე პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა.
პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქცია დატოვეს: ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.
ისინი პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ ერთად საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ და პარლამენტში ადგილებს ოპოზიციის კვოტით დაიკავებენ.
პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იგივე უფლებები, რაც ფრაქციას, მისი წარმომადგენლები სარგებლობენ სიტყვის უფლებით და შეიძლება ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტებში.
საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 ქართული ოცნების სიით აირჩიეს. საქართველოს პარლამენტში შესული ოთხი პოლიტიკური ძალიდან სამმა - კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და ლელო საქართველოსთვის - პარლამენტი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. მეოთხე პარტია „საქართველოსთვის“, თუმცა მანდატები არ დათმო, პარლამენტში მუშაობის ბოიკოტს აგრძელებს.
საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 „ქართული ოცნების“ სიით აირჩიეს. ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან სამმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა და პარლამენტი დატოვა. მეოთხე პარტიას - „საქართველოსთვის“ - მანდატები ჯერ არ დაუთმია, მაგრამ პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.