https://sputnik-georgia.com/20250207/saakasvilis-droindeli-danasaulebis-gamozieba-saparlamento-komisiasi-kvotebis-sakitxi-damtkicda-292046819.html
სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამოძიება: საპარლამენტო კომისიაში კვოტები დამტკიცდა
სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამოძიება: საპარლამენტო კომისიაში კვოტები დამტკიცდა
Sputnik საქართველო
დამტკიცებული კვოტების მიხედვით, მმართველ პარტიას ექნება 5 ადგილი კომისიაში, და ოპოზიციასაც ხუთი ადგილი ექნება 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T20:36+0400
2025-02-07T20:36+0400
2025-02-07T20:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_0:3:881:498_1920x0_80_0_0_8aab3774712ec86ed15f727f4b5ba1b7.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ბიურომ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დეპუტატთა კვოტები დაამტკიცა.კომისია 5 თებერვალს შეიქმნა, იმუშავებს პარლამენტში 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 „ქართული ოცნების“ სიით აირჩიეს. ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან სამმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა და პარლამენტი დატოვა. მეოთხე პარტიას - „საქართველოსთვის“ - მანდატები ჯერ არ დაუთმია, მაგრამ პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებდნენ, საქართველოში კომისიის შესწავლის მთავარი საგანი იქნება:როგორ იმუშავებს კომისიასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_106:0:773:500_1920x0_80_0_0_3d7ec84966c6e8874e8f8e06bb96f3d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამოძიება: საპარლამენტო კომისიაში კვოტები დამტკიცდა
დამტკიცებული კვოტების მიხედვით, მმართველ პარტიას ექნება 5 ადგილი კომისიაში, და ოპოზიციასაც ხუთი ადგილი ექნება
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ბიურომ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დეპუტატთა კვოტები დაამტკიცა.
კომისია 5 თებერვალს შეიქმნა, იმუშავებს პარლამენტში 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
კომისიაში „ქართულ ოცნება“ ხუთი წევრით იქნება წარმოდგენილი, ორი წევრი ეყოლება „ხალხის ძალას“, ერთი – ახლად შექმნილ პოლიტიკურ ჯგუფს, „ევროპელ სოციალისტებს“. ორი წევრი კი დარჩებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც ჯერ პარლამენტში არ არის შესული.
საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ 101 დეპუტატია, რომელთაგან 89 „ქართული ოცნების“ სიით აირჩიეს. ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან სამმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა და პარლამენტი დატოვა. მეოთხე პარტიას - „საქართველოსთვის“ - მანდატები ჯერ არ დაუთმია, მაგრამ პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებდნენ, საქართველოში კომისიის შესწავლის მთავარი საგანი იქნება:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.