https://sputnik-georgia.com/20250207/qutaissa-da-lions-pirdapiri-aviareisebi-daakavsirebs-292047163.html
ქუთაისსა და ლიონს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
ქუთაისსა და ლიონს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T21:18+0400
2025-02-07T21:18+0400
2025-02-07T21:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საფრანგეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარულ ფრენებს შეასრულებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.მისი თქმით, ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის.„ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.ამ ეტაპზე Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს.ავიაკომპანია აპრილიდან ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისსა და ლიონს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარულ ფრენებს შეასრულებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.
„ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი, რომელიც, პარიზის შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება”, -განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის.
„ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ამ ეტაპზე Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს.
ავიაკომპანია აპრილიდან ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.