https://sputnik-georgia.com/20250207/ifqlis-pursi-ucxo-sxeuli-armocnda-292045568.html
„იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოჩნდა
„იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორი შემოწმების შემდეგ 1000 ლარით დაჯარიმდა და მას საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 07.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-07T18:07+0400
2025-02-07T18:07+0400
2025-02-07T18:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
კომპანიების ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b5cf1f8b4eb1f0fce9cac51d6325ebd5.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს „იფქლის“ საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია „მომხმარებელი. ჯი“-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლების უფლებებს იცავს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს „იფქლის“ მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად, აღნიშნულია ორგანიზაციის გვერდზე.არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ , რომ მათ ეს ინფორმაცია მომხმარებლისგან მიიღეს, რომელსაც თან შესაბამისი წერილიც ჰქონდა დართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_a4700134ff3b5ad58bd553e6052f07f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
„იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოჩნდა
18:07 07.02.2025 (განახლებულია: 18:36 07.02.2025) ბიზნესოპერატორი შემოწმების შემდეგ 1000 ლარით დაჯარიმდა და მას საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს „იფქლის“ საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია „მომხმარებელი. ჯი“-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლების უფლებებს იცავს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს „იფქლის“ მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.
„5 თებერვალს მოქალაქემ სეს-იდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შეამოწმა შპს „იფქლის“ კუთვნილი საწარმო, სადაც კრიტიკული და არაკრიტიკული დაშეუსაბამობები დააფიქსირა. ასევე გამოვლინდა, რომ შპს „იფქლი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.
ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად, აღნიშნულია ორგანიზაციის გვერდზე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ , რომ მათ ეს ინფორმაცია მომხმარებლისგან მიიღეს, რომელსაც თან შესაბამისი წერილიც ჰქონდა დართული.