https://sputnik-georgia.com/20250206/tretiakovis-galerea-msore-msoflio-omsi-gamarjvebis-80-wlistavistvis-gamofenas-amzadebs-292040034.html
ტრეტიაკოვის გალერეა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისთვის გამოფენას ამზადებს
ტრეტიაკოვის გალერეა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისთვის გამოფენას ამზადებს
Sputnik საქართველო
მთავარი ბლოკი ყურადღებას გაამახვილებს ტრეტიაკოვის გალერეის სამხატვრო ნაწილზე, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი უდიდეს კოლექციას მეორე მსოფლიო ომზე. 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T21:17+0400
2025-02-06T21:17+0400
2025-02-07T04:17+0400
რუსეთი
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273189075_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_dae2a67580b29664881d086c1c0d2694.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „1418 დღე“, რომელიც მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავს. ამის შესახებ ტრეტიაკოვის გალერეის გენერალურმა დირექტორმა ელენა პრონიჩევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის დიდ თარიღზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ტრეტიაკოვის გალერეას არ შეეძლო არ გაეკეთებინა ეს პროექტი, ამისთვის რამდენიმე წელია ვემზადებოდით... ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს საიუბილეო საგამოფენო პროექტს, რომელსაც „1418 დღე“ ვუწოდეთ. ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ფართომასშტაბიანი და აქტიური მოვლენა უნდა იყოს, რადგან ხელოვნების ციკლი, ისტორიული მუზეუმებისგან განსხვავებით, უფრო ემოციებს ეხება“, - განაცხადა მან.პრონიჩევამ დასძინა, რომ ტრეტიაკოვის გალერეის 2023 წლის "საცდელმა ნაბიჯმა", პროექტმა "დიდი სამამულო ომის შვილები" აჩვენა, რომ მუზეუმი მზადაა გაიაზროს იმ წლების გამოცდილება და ესმის, როგორ სწორად მოამზადოს აუდიტორია ასეთი პროექტებისთვის. მან აღნიშნა, რომ გამოფენა რამდენიმე ბლოკისგან შედგება. ერთ-ერთი მიეძღვნება ტრეტიაკოვის გალერეის კედლებში დაბრუნების ისტორიას, მათ შორის ევაკუაციის დეტალებს, მზადებასა და ადგილებს, სადაც ეს ევაკუაცია მოხდა, ასევე მუზეუმის თანამშრომლების გმირობას, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში მონაწილეობდნენ.მთავარი ბლოკი ყურადღებას გაამახვილებს ტრეტიაკოვის გალერეის სამხატვრო ნაწილზე, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი უდიდეს კოლექციას მეორე მსოფლიო ომზე.პრონიჩევას თქმით, ტრეტიაკოვის გალერეაში არსებული ექსპონატები იმდენად მასშტაბურია, რომ ხელოვნების ნიმუშებში ჩანს როგორც ტრაგიკული მოვლენების დასაწყისი, ასევე დიდი გამარჯვების დღეები, ასევე საბჭოთა ჯარისკაცების გმირობა. ეს პალიტრა წარმოდგენილი იქნება მთავარ ექსპოზიციაში და შეივსება სკულპტურული ნამუშევრებით გალერეის კოლექციიდან. მან აღნიშნა, რომ გამოფენა ნამდვილად ემოციური იქნება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273189075_0:0:1959:1469_1920x0_80_0_0_47a58fe68c709a3bce443f98e1441da3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
ტრეტიაკოვის გალერეა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისთვის გამოფენას ამზადებს
21:17 06.02.2025 (განახლებულია: 04:17 07.02.2025) მთავარი ბლოკი ყურადღებას გაამახვილებს ტრეტიაკოვის გალერეის სამხატვრო ნაწილზე, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი უდიდეს კოლექციას მეორე მსოფლიო ომზე.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „1418 დღე“, რომელიც მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავს. ამის შესახებ ტრეტიაკოვის გალერეის გენერალურმა დირექტორმა ელენა პრონიჩევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის დიდ თარიღზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ტრეტიაკოვის გალერეას არ შეეძლო არ გაეკეთებინა ეს პროექტი, ამისთვის რამდენიმე წელია ვემზადებოდით... ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს საიუბილეო საგამოფენო პროექტს, რომელსაც „1418 დღე“ ვუწოდეთ. ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ფართომასშტაბიანი და აქტიური მოვლენა უნდა იყოს, რადგან ხელოვნების ციკლი, ისტორიული მუზეუმებისგან განსხვავებით, უფრო ემოციებს ეხება“, - განაცხადა მან.
პრონიჩევამ დასძინა, რომ ტრეტიაკოვის გალერეის 2023 წლის "საცდელმა ნაბიჯმა", პროექტმა "დიდი სამამულო ომის შვილები" აჩვენა, რომ მუზეუმი მზადაა გაიაზროს იმ წლების გამოცდილება და ესმის, როგორ სწორად მოამზადოს აუდიტორია ასეთი პროექტებისთვის. მან აღნიშნა, რომ გამოფენა რამდენიმე ბლოკისგან შედგება. ერთ-ერთი მიეძღვნება ტრეტიაკოვის გალერეის კედლებში დაბრუნების ისტორიას, მათ შორის ევაკუაციის დეტალებს, მზადებასა და ადგილებს, სადაც ეს ევაკუაცია მოხდა, ასევე მუზეუმის თანამშრომლების გმირობას, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში მონაწილეობდნენ.
მთავარი ბლოკი ყურადღებას გაამახვილებს ტრეტიაკოვის გალერეის სამხატვრო ნაწილზე, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი უდიდეს კოლექციას მეორე მსოფლიო ომზე.
პრონიჩევას თქმით, ტრეტიაკოვის გალერეაში არსებული ექსპონატები იმდენად მასშტაბურია, რომ ხელოვნების ნიმუშებში ჩანს როგორც ტრაგიკული მოვლენების დასაწყისი, ასევე დიდი გამარჯვების დღეები, ასევე საბჭოთა ჯარისკაცების გმირობა. ეს პალიტრა წარმოდგენილი იქნება მთავარ ექსპოზიციაში და შეივსება სკულპტურული ნამუშევრებით გალერეის კოლექციიდან. მან აღნიშნა, რომ გამოფენა ნამდვილად ემოციური იქნება.